სიახლეები
მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვა
საჯარო სკოლებში ხარისხის მართვის მექანიზმები უმჯობესდება და ამ მიზნით, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემას (eschool.emis.ge) დაემატა მონიტორინგის მოდული. აღნიშნულ მოდულში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს ექნებათ ხედვისა და რედაქტირების რეჟიმი.სკოლამდელი განათლების სტრატეგიის განხილვა
განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის 2017-2022 წლების ფარგლებში, სკოლამდელი განათლების მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის ბაღების გაერთიანების დირექტორი ბატონი თემურ თორდინავა, ბაღების დირექტორები და სხვადსხვა სამთავრობო და არსამთავრობო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აბუ-დაბიში პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა
ქალაქ აბუ-დაბიში პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები, მათი პედაგოგები და კონსულტანტები არიან. დელეგაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობენ.პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, 15 ოქტომბრის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ 100-ზე მეტ პროფესიას სხვადასხვა მიმართულებით.
ხუთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კურსდამთავრებული სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ დასაქმდა
სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლების ფარგლებში ბათუმის პროფესიული კოლეჯის ,,ბლექსი“ ხუთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კურსდამთავრებული სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ დასაქმდა.საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ ღია კარის დღე გაიმართა
საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საშუალება ჰქონდათ პროფესიული პროგრამების, რეგისტრაციის, პროფესიული ტესტირების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, 15 ოქტომბრის ჩათვლით, აქვთ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ პროფესიებს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გრძელდება
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“.
პროგრამის ,,შრომითი უნარების განვითარება სკოლის მოსწავლეებში,, პრეზენტაცია
პროფესიულ კოლეჯ იკაროსში, სკოლის მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის „სკოლაში შრომითი უნარების განვითარების“ ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლებში განსახორციელებელი 5 პროგრამის შესახებ პრეზენტაცია კოლეჯის პედაგოგებმა წარმოადგინეს.
ქართველები პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე
საქართველოს პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები პროფესიული უნარების (Worldskills) მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრნენ. შეჯიბრი 14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ აბუ-დაბიში იმართება. ჩვენი სტუდენტები 77 ქვეყნის წარმომადგენლებს 7 პროფესიაში შეეჯიბრებიან - სამზარეულო და საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი.
წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში დღეს, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.სკოლის დირექტორთა ახლადარჩეული საბჭოს სხდომა გაიმართა
საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭო სამ თვეში ერთხელ ახალი წევრებით კომპლექტდება, ახალ წევრებს თავად დირექტორები ირჩევენ. ახალ სასწავლო წელს განახლებული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდა. სხდომის დასაწყისში ლია გიგაურმა ვრცლად ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან სიახლეზე, შემდეგ კი, საბჭოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა, თითოეულ მათგანზე საბჭოს წევრებმა მოხსენებები მოისმინეს და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით იმსჯელეს.პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია გრძელდება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ფარგლებში, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“, „საუბრები პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაზე“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებია და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „თეგეტა მოტორსი“-სა და „m2 უძრავ ქონებას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.კონფერენცია ზრდასრულთა განათლების თემაზე
11-12 ოქტომბერს DVV International-ის მე-5 საერთაშორისო კონფერენციას მართავს ზრდასრულთა განათლების თემაზე, რომელშიც ზრდასრულთა განათლების 120 ექსპერტი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი მონაწილეობს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ 2017 დასრულდა
2017 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ 10 ოქტომბერს გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა - გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მეცნიერები.არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგია ინერგება
საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია “არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიის დანერგვის“ პროექტის ანგარიში წარმოადგინა. პროექტის მიზანია, არაფორმალური პროფესიული განათლების დანერგვის მხარდაჭერა კერძო და სახელმწიფო პროფესიულ/საზოგადოებრივ კოლეჯებში.პროფესიულ განათლებაში ახალი პროგრამები ამოქმედდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებულ ახალ პროფესიულ პროგრამებზე პირველ სტუდენტებს მიიღებს. სტუდენტები ცენტრში დაეუფლებიან თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიებს მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის, მექატრონიკის ტექნიკოსისა და სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსის მიმართულებით. ყველა პროგრამა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ, რომელიც გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაიცემა.ქართველი ექსპერტები საერთაშორისო შეჯიბრის მონაწილეებს შეაფასებენ
14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს და საკუთარ წარმომადგენლებს შვიდ პროფესიაში წარადგენს.„თეგეტა აკადემიის“ პროფესიული სასწავლო ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა
„თეგეტა აკადემიის“ პროფესიული სასწავლო ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომლის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება.61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა
განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.პირველად საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაწესდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017-ის გამარჯვებული გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა. მას ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიიაზე, ფინალურ ეტაპზე გასული დანარჩენი 4 მონაწილეც დასაჩუქრდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.