სიახლეები

რა კეთდება მასწავლებლებისთვის

საზეიმო მიღება პარლამენტში
მასწავლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა. პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული საქართველო ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარებ მარიამ ჯაშმა მიულოცეს.
საქართველოს ყველა მასწავლებელს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს !
ქართულ-ესტონური პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია
ქართულ-ესტონური თანამშრომლობის ფარგლებში, რიგით მე-4 პროექტის ,,ესტონეთის მოწინავე პრაქტიკა საქართველოში, სახელობო განათლების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. პროექტში აქტიურად მონაწილეობდა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა".პედაგოგების „სპორტული კვირეული-2017“ გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“, „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების კავშირისა“ და „სპორტულ კლუბ მორკინალი 2011“-ის ორგანიზებით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებლის დღის აღსანიშნავად პედაგოგებს შორის „სპორტული კვირეული-2017“ გაიმართა.პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან -15 ოქტომბრის ჩათვლით, აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.
ალექსანდრე ჯეჯელავა ახლადრებილიტირებულ სკოლას ესტუმრა
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.წარმატებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გადასცეს.„საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ - ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსი „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ ჩატარდა, რომლის გამარჯვებულებიც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებმა ფულადი ჯილდოთი და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია
საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა - ბათუმში „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა და მას 250-მდე უცხოელი დელეგატი ესწრება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და განათლების საკითხზე მომუშავე ექსპერტები იღებენ.მეწარმეობის სწავლების განვითარებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროსა და სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მეწარმეობაში ტრენერთა ტრენინგი დასრულდა.თსუ-ში AtmoSim ლაბორატორია გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატმოსფერული კვლევების საერთაშორისო სტანდარტების SMART AtmoSim ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც სპეციალიზებულია ატმოსფეროს კვლევებზე და აწარმოებს ატმოსფეროს ქიმიურ ანალიზს.ახალი საგანი “მე და საზოგადოება“ - საპილოტე რეჟიმში ღია გაკვეთილი ჩატარდა
ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის №150 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა ახალ საგანში - „მე და საზოგადოება“. როგორც ცნობილია, ეს საგანი, ახალი 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, III-IV კლასებში დაინერგება 2018-2019 სასწავლო წლიდან.ინკლუზიური განათლება უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში განა­თ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტე­ტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია „ინ­კ­ლუ­ზიური განათლება უმაღ­ლეს საგანმანათლებლო სისტემაში“ გაიმართა.პროექტის – „შეისწავლე ისტორია – გახდი მკვლევარი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შს სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „შეისწავლე ისტორია – გახდი მკვლევარი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პროექტის მიზანი იყო შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით პროფესიონალი მკვლევარების გარდა ახალგაზრდების დაინტერესება.ენობრივი საკითხები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე განიხილეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2017-ის“ ფარგლებში 27-29 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ტარდება VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ენობრივი სიტუაცია კავკასიაში“. კონფერენციის პროგრამა მრავალფეროვანია.პროგრამის „ვისწავლოთ საქართველოში“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციია „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სარეიტინგო სისტემები“ მიმდინარეობს.პროფესიულ განათლებაში სამშენებლო სექტორთან თანამშრომლობა გაღრმავდება
სამშენებლო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის დიალოგის გაძლიერებისა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის მიზნით, თანამშრომლობის ფორუმი „პროფესიული უნარები მშენებლობისათვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისათვის" გაიმართა.
სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისში
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი, თბილისისა და თელავის შემდეგ, ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა.უფროსკლასელებთან შეხვედრები გრძელდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი აგრძელებს შეხვედრების ციკლს უფროსკლასელებთან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გაცნობის მიზნით.ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში გამოფენა გაიხსნა
„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენა „არ დაკარგულა“ გაიხსნა. ღონისძიება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება.სიახლეები ვერ მოიძებნა.