ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8109

ფილტრი

ნაპოვნია8109

კონფერენცია აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების თემაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, კონფერენცია „აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია" გაიმართა.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი გაიხნსა

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი დღეს რიყის პარკში გაიხსნა.

ონის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა

22 სექტემბერს, ონის საჯარო სკოლა განათლებისა და მენციერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, ამერიკის ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯენერ ედელმანმა საზეიმოდ გახსნეს.

სოციალური პარტნიორებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის “დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარება” მხარდაჭერით, სოციალურის პარტნიორების საინფორმაციო სემინარი გაიმართა.

ტრენერთა ტრენინგი მეწარმეობაში გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარდა

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენერთა ტრენინგს მოწვეული უცხოელი ექსპერტები ატარებენ გერმანიიდან. სატრენინგო მასალა შემუშავებულია ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ და ის წარმატებით დაინერგა უკვე სხვადასხვა ქვეყანაში.

საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ” (Humboldt-Kolleg) გაიხსნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჰუმბლოდტის ფონდის სტიპენდიატებს და ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატებს შეკრებს 12 ქვეყნიდან.

ესტონელმა ექსპერტებმა სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლები გადაამზადეს

ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში, ესტონელი ექსპერტების მიერ, 15 საპილოტე სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში სკოლის დირექტორებსა და მოადგილეებს, როგორც სასწავლო ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, ინფორმაცია მიეწოდათ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებებზე.

მშვიდობის კორპუსი აცხადებს კონკურსს

ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის.

სიახლეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისოფესტივალის ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ რომელიც ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.

2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს თბილისის 143-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. ამავე დღეს, მინისტრი თბილისის 32–ე საჯარო სკოლას, კერძო „მწვანე სკოლას“ და იტალიურ სკოლას ეწვია. სკოლის წარმომადგენლებს ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.

საქართველოში პირველად პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება ჩატარდება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების კონკურს აცხადებს. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

მორიგი წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

გრძელდება ჩვენი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამჯერად, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც სრულიად ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული კოლეჯების დირექტორთათვის

პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროცესში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ბათუმის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „სამუშაოზე დაფუძნებული - დუალური მიდგომით სწავლება“.

სწავლის დაწყების საზეიმო ცერემონია სან დიეგოს უნივერსიტეტში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი ფატიმა სუმარი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრნენ.

სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია გაიმართა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანს, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი

9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი მიმდინარეობს. წელს ფორუმში მონაწილეობას 200-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია იღებს და მისი ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა.

კავკასიის ფარანგულ სკოლაში სწავლა დაიწყო

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოში საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესთან ერთად, კავკასიის ფრანგულ სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის განახლება მიულოცა და შემდეგ, სასწავლო გარემოს გაეცნო.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში ახალი პარტნიორი ერთვება

VII, VIII, IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში კიდევ ერთი ორგანიზაცია - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - ჩაერთვება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ექსპერტებთან ერთად, სამოქალაქო განათლების სტანდარტზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!

შეგახსენებთ რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული, ახალი პროგრამის - „სკოლებში შრომითი უნარების განვითარება“ ფარგლებში, საუკეთესო განაცხადების შერჩევის მიზნით, გამოცხადებულია კონკურსი.

ქართულ-ესტონური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება

ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტებისა და ესტონელი ექსპერტების მიერ 15 საპილოტე სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები ჩატარდა.