სიახლეები
ქართულ-ესტონური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება
ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტებისა და ესტონელი ექსპერტების მიერ 15 საპილოტე სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები ჩატარდა.გერმანული სკოლის ახალი კამპუსი გაიხსნა
დღეს, საზეიმოდ გაიხსნა თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისა და საბავშვო ბაღის ახალი შენობა. სასკოლო კამპუსი 2017-2018 სასწავლო წელს სკოლის 116 მოსწავლესა და საბავშვო ბაღის 60 აღსაზრდელს სთავაზობს ადგილს.
ბათუმის მუსიკალურ ბანაკში
მოსწავლეთა მუსიკალური საზაფხულო ბანაკი საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს ბოლო, მე-7 ბანაკი ამოქმედდა ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.ხელოვნება მშვიდობისთვის და პროგრესისთვის
ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე, საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი მომავლის მუსიკოსების აღმოჩენა და მათი ნიჭის წარმოჩენაა. წელს ფესტივალში აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მუსიკით, ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად ახორციელებს მუსიკალურ ბანაკს, რომელიც ახალგაზრდების კულტურული ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.ორი უწყების თანამშრომლობა არჩევითი საგნის სტანდარტზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით სახელმძღვანელოს ამზადებს, რომელიც განკუთვნილი იქნება საშუალო საფეხურის არჩევითი საგნისთვის „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“.„განათლების მეორე შესაძლებლობის“ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტის განხილვა
პროგრამის „განათლების მეორე შესაძლებლობის“ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტი სამუშაო ჯგუფმა განიხილა. განხილვაში მონაწილეობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების დაცვის წარმომადგენლებმა მიიღეს. განხილვის პროცესში დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება კითხვარის საბოლოო ვარიანტში..jpg)
შეხვედრა მაური დელ ამბროჯიოსთან
შვეიცარიის პროფესიული განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან მაური დელ ამბროჯიოსთან სამუშაო შეხვედრაზე, საუბარი შედგა ინტენსიური სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროს უკავშირდება.
შეხვედრა იოჰან შნაიდერთან
პროფესიული განათლებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე შვეიცარიის ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - იოჰან შნაიდერ ამანთან.
სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება.კინობანაკს მინისტრები ესტუმრნენ
კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულ მოსწავლეთა საზაფხულო კინობანაკს საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამჯერად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად ეწვია და მერვე ნაკადის დახურვის საზეიმო საღამოს დაესწრო.
საგანმანთლებლო პროგრამების აკრედიტაცია საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდება
პირველად საქართველოს განათლების ისტორიაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით იწყებს. ექსპერტთა ჯგუფს ლიტვის და კვიპროსის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების აკრედიტაციის ექსპერტი და კვიპროსის ღია უნივერსიტეტის პროფესორი პანთელის იფსილანთისი ხელმძღვანელობს.
პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევას თავად კოლეჯები ჩაატარებენ
პროფესიული კოლეჯების თანამშრომელთა კომპეტენციის გაძლიერების მიზნით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ტრენინგ-კურსი ჩაატარა.ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე მოქმედ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში, ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი გაიმართა.კოლეჯის კურსდამთავრებული უმაღლესი განათლების მიღებასაც შეძლებს
პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულ სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. პროფესიული საფეხურის დასრულების შემდეგ, სურვილის შეთხვევაში ისინი სწავლის გაგრძელებას უმაღლეს საფეხურზე შეძლებენ.საზაფხულო ბანაკი ქუთაისში
მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკებიდან ერთ-ერთი ქალაქ ქუთაისში, კადეტთა ლიცეუმის ბაზაზე ფუნქციონირებს. ეს ბანაკი განსაკუთრებით საინტერესო რობოტექნიკით დაინტერესებული მოზარდებისთვისაა, ვინაიდან პროგრამა, რომელიც ბანაკში ხორციელდება მოიცავს - რობოტების და ელექტრო მოდელების აწყობას, დრონების მართვას.
უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.სკოლის დირექტორებისთვის და ფასილიტატორებისთვის ტრენინგები გრძელდება
სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.სოფელ ოკამის საჯარო სკოლა რეაბილიტირდა
ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კასპის რაიონის სოფელ ოკამის 600 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
სამინისტრო აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების მიზნით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის იწყებს ახალი პროგრამის განხორცილებას საჯარო სკოლებში, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებას.
სამინისტროს გაფრთხილება აბიტურიენტებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს თხოვნით, სწავლის გაგრძელებამდე, დააზუსტონ მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს.ალექსანდრე ჯეჯელავა ანაკლიის საზაფხულო ბანაკს ეწვია
ანაკლიის ბანაკი ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც ეტაპობრივად 2300 მოსწავლეს უმასპინძლებს.სიახლეები ვერ მოიძებნა.