ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად, საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მწვრთნელებს, პედაგოგებს შეხვდა და მიღწეული შედეგი მიულოცა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სისტემაში არსებული სიახლეები გააცნო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს ის სიახლეები გააცნო, რაც სისტემაში უკვე განხორციელდა და ახლო მომავალში დაინერგება.

2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია მომზადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია, რომელიც სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობით ჩამოყალიბდა. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ ევროპელი ექსპერტები.

ახალქალაქში, სომხურ ეპარქიაში, სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ზრდასრულ მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლა სულ უფრო პოპულარული ხდება. ისინი სურვილს გამოთქვამენ შეისწავლონ სახელმწიფო ენა. საქართველოს განათლების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალქალაქში, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატში, ეპარქიის თხოვნის საპასუხოდ, ქართული ენის სწავლება დაიწყო.

ალექსანდრე ჯეჯელავამ კორეელ დიპლომატს უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა კორეის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში კიმ ინ ჰანს შეხვდა და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები გააცნო.

გერმანელი ექპერტების შემაჯამებელი შეხვედრა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და ორგანიზაცია „სენიორ ექსპერტების სამსახურის“ (SES) წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატში ერთობლივი პროექტის შედეგები შეაჯამეს, რომელიც პროფესიულ კოლეჯებში პედაგოგთა საჭიროებების დადგენას ითვალისწინებდა.

საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში ახალი პროგრამები ამოქმედდება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო“ დირექტორმა მაგდა მაღრაძემ დღეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი, თელავის სასწავლო-საფრენოსნო ბაზა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე უნივერსიტეტის ტექნიკური მომსახურების სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთა ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთა ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები

განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დასრულდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დასრულდა. პროგრამის ფარგლებში სულ 34 განაცხადი შემოვიდა.

ალექსანდრე ჯეჯელავა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის ინაუგურაციას დაესწრო. ალექსანდრე ჯეჯელავამ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრთან, ასევე, ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების მინისტრთან გამართა შეხვედრა.

საზაფხულო ბანაკები 2017 - კაჭრეთი

კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკს საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტუმრნენ.

პროფესიულ სასწავლებელში გადამზადებული სპეციალისტები პოლონეთში დასაქმდებიან

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, WorkNet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული შედუღების ათი სპეციალისტი, დროებით პოლონეთში დასაქმდება.

პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის

2014 წლიდან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოში მიმდინარეობს პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამები. პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს და მომავალ გეგმებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაეცნო.

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სპეციალური კურსი შეიქმნა, რომელიც პილოტირების რეჟიმში 4 პროფესიული სასწავლებლისა და 6 საჯარო სკოლის მონაწილეობით განხორციელდა.

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები

გთავაზობთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ასევე ინფორმაციას ამავე ფაკულტეტებზე/საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებული ადგილების შესახებ.

სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

კორეისტიკის აკადემიის (The Academy of Korean studies) მიწვევით და დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, სადაც ქართული მხარისთვის განათლების სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

უსაფრთხო სკოლა - მანდატურთა საერთაშორისო კონფერენცია აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, უსაფრთხო სკოლის თემატიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის "NASRO" რიგით 27-ე კონფერენცია ჩატარდა, სადაც ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამასახურის წარმომადგენლები.

ქართველი მეცნიერები კვლევითი მივლინებით დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებიან

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ორი ქართველი მეცნიერი ილიას უნივერსიტეტიდან - კონსტანტინე ერისთავი და ბექა კობახიძე 12 თვიანი კვლევითი მივლინებით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან.

ევროკომისიის უმაღლესი განათლების ექპერტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროკავშირის განათლების ექსპერტების დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის დახვეწის მიმართულებით. ექსპერტები ამ ეტაპზე საქართველოში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.

ბათუმში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის სისტემაში დაგეგმილ ახალ პროექტებზე ისაუბრა.

პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“ ცნობილი უცხოური ორგანიზაცია დაინტერესდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“, მსოფლიოს ბევრი წამყვანი უნივერსტიტეტი, სააგენტო და სწავლის მსურველი ინტერესდება. შესაბამისად, დიდია გამოხმაურება და უკვე საქართველოსაც ეწვია კომპანია საერთაშორისო განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის ICEF-ის წარმომადგენლები, ICEF მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირების ყველაზე მსხვილ და მრავალრიცხოვან სააგენტოებს/აგენტებს.