სიახლეები

ინფორმატიკის ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნებული ქართველი მოსწავლეები
მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდის წევრები ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 24-ე ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ჩატარდა.სკოლის დირექტორთა საბჭოს სხდომა
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭოს ბოლო სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საბჭო 2017 წლიდან მოქმედებს და განვლილ პერიოდში ექვსჯერ შეიკრიბა.პროფესიულ სტუდენტებს სტარტაპ იდეის განხორციელებაში ეხმარებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად აგრძელებს, პროფესიული განათლების სტუდენტების უნარების განვითარების ხელშეწყობას მეწარმეობისა და ინოვაციური სწავლების მიმართულებით.უპრეცედენტო გამარჯვება მათემატიკისა და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე
ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი - ასეთი შედეგით დაბრუნდა დღეს მოსწავლეთა ექვსკაციანი გუნდი მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელიც ბრაზილიაში, კერძოდ, რიო დეჟანეიროში გაიმართა. ასეთი შედეგი უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნის განათლების ისტორიაში.სამტრედიის N15-ე სკოლის რეფორმა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახური მონაწილეობდა, ქ. სამტრედიის N15-ე სკოლა-პანსიონის რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამტრედიის N15-ე სკოლა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ანტისოციალური ქცევის მქონე მოსწავლეების მიმართ შესაბამის პროგრამებს ახორციელებს.საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალი შეიქმნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალის შექმნას ითვალისწინებს. სერიალში გაჟღერდება სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ სასარგებლო მესიჯები.სამუშაო შეხვედრები ევროკომისიის ექსპერტებთან
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფინანსური შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროკავშირის განათლების ექსპერტების დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის დახვეწის მიმართულებით.
სტუდენტთა საერთაშორისო საცხოვრებელი
გლობალური სტუდენტური მობილობის პირობებში, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში იზრდება როგორც საზღვარგარეთ სწავლების მსურველთა, ასევე საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა.მანავის მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში
სოფელ მანავში, სამხედრო ბაზა ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც საზაფხულო სკოლების პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, ათასზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლებს. ამ ეტაპზე, ბანაკში ახალგაზრდების მესამე ნაკადი გადის ერთკვირიან შემეცნებით/გასართობ პროგრამას. ბანაკი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოინახულეს.„განათლების მეორე შესაძლებლობის“ დანერგვის შესაძლო სტრატეგია განიხილეს
,,განათლების მეორე შესაძლებლობის“ ეროვნული მოდელის სტრატეგიის დანერგვის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა კონფერენცია
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ფორუმს ცენტრის კურსდამთავრებული სტუდენტები, მიმდინარე გრანტის მფლობელები და 2017-2018 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტიპენდიანტები დაესწრნენ.კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეფექტურად თანამშრომლობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან რამდენიმე, მათ შორის, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობისა და ზრდასრულთა განათლების მიმართულებით.
საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულ პირებს იწვევს მონაწილეობა მიიღონ ინტერესთა გამოხატვის პროცესში, რომელიც სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალში მონაწილეობას ეხება.ინკლუზიური განათლების საკითხებს საკონსულტაციო ჯგუფი იხილავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, პირველად განათლების ისტორიაში, ინკლუზიური განათლების საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა.
სემინარი პროფესიული კოლეჯების დირექტორებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხელშეწყობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთათვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა."ამბასადორიალი 2017"
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული დიპლომატიის განვითარების საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.უკრაინის პირველი ლედი სამინისტროს ეწვია
ოფიცალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკრაინის პირველი ლედი მარინა პოროშენკო ეწვია. პირველ ლედისთან შეხვედრაზე იმ საერთო გამოწვევებსა და გამოცდილებაზე წარიმართა საუბარი, რაც საქართველოსა და უკრაინას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით აკავშირებს.უკრაინასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინის დელეგაციის წევრების ოფიციალური მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.სამუშაო შეხვედრა უნგრელ და ფრანგ საერთაშორისო ექსპერტებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების საერთაშორისო ცენტრში, უნგრელი და ფრანგი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ორდღიანი სემინარი დაიწყო, რომელიც მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გახსნა.ესტონურ სკოლებში მიღებული გამოცდილების გაზიარება
სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და ფონდ „ინოვეს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ესტონურ სკოლებში მიღებული გამოცდილების და სკოლების საჭიროებების შეფასების შედეგების განხილვა მოეწყო.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების არაერთი პროექტი ხორციელება, მათ შორისაა „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო უზრუნველყოფს პრესტიჟული საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადებას და შემდეგ მონაწილეობას.სიახლეები ვერ მოიძებნა.