ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული.

განათლების მინისტრი ბათუმის საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს ვიცე პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად, ბათუმის საგამოცდო ცენტრს ესტუმრა.

ეკობანაკი 2017

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონის, სალიბაურის სკოლა-პანსიონის ეკობანაკი 2017 წლის ივლის-სექტემბერში, რამდენიმე ნაკადად (თითოეულ ნაკადზე 150 მოსწავლე), 1500 მოსწავლეს უმასპინძლებს აღმოსავლეთ საქართველოდან.

საერთაშორისო კონფერენცია - "საქართველოს ევროპული გზა"

13-14 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა" იმართება, რომელიც 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ადაპტური აპარატურა გადაეცათ

უსინათლო და მცირემხედველი პროფესიული განათლების სტუდენტების სწავლა-სწავლების მხარდასაჭერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ადაპტური აპარატურა გადასცა. აღნიშნული აპარატურა 12 პორტაბელურ ვიდეო- გამადიდებელს და ბრაილ დისპლეიებს მოიცავს.

კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ "აისში”, ამჟამად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები ისვნებენ და პარალელურად პროფესიულ მიმართულებებს ეუფლებიან.

კრეათონში მონაწილეთა მიღება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს კრეათონს საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალის განვითარებისთვის საუკეთესო, კრეატიული იდეების გამოსავლენად.

საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, პროფესორ ანტონ ცაილინგთან.

ორენოვანი მასწავლებლების კონკურსი იწყება

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი იწყება.

ქართულ-ავსტრიული სამეცნიერო თანამშრომლობა

ვენაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ავსტრიაში საქართველოს ელჩთან კონსტანტინე ზალდასტანიშვილთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

ზესტაფონში ახალი პროფესიული კოლეჯი აშენდება

სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო პროფილის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება.

შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი 25 ივლისს დაიწყება!

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.

ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო კავშირები იზრდება

ვენაში დასრულდა უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს 75 ქვეყნის 400-მდე უნივერსიტეტის, მათ შორის 30-მდე ქართული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ქართული საღამო ჰოფბურგის სასახლეში

ქალაქ ვენაში მიმდინარე უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ჰოფბურგის სასახლეში საზეიმო მიღება - ქართული საღამო გაიმართა, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ კონფერენციის მონაწილეები, საქართველოსა და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ანსამბლმა ქართული ცეკვები წარმოადგინა.

თანამედროვე სკოლა ონში

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ამჯერად, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლას ეწვია, განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და პედაგოგებს შეხვდა.

პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომა გაიმართა

პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომას, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა, სოციალური პარტნიორები და კოლეგა სამინისტოროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროფესიული განათლების სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის სემინარი მოეწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის, ორგანიზებით პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთათვის, რომლებიც ჩართულნი არიან დუალური მიდგომით მეღვინის საგანმანათლებლო პროგრამის პილოტირებაში, სემინარი მოეწყო.

პროფესიული განათლება - ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისთვის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამბროლაურის პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“ მოინახულა, სასწავლო პროცესს გაეცნო, სტუდენტებს შეხვდა და კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

განათლების სამინისტრო და ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children International) შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ირანის ისლამური სახელმწიფოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოჰამედ ფარჰადის ხელმძღვანელობით ორი სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის გარდა, დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.

საჯარო-კერძო პარტნიორობის წარმატებული მაგალითი

საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და BP საქართველოს გენერალური მენეჯერი კრის შლიტერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (სტუ) ეწვივნენ, სადაც საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის ფარგლებში მოწყობილი თანამედროვე ლაბორატორია დაათვალიერეს და მასწავლებელთა გადამზადების პროცესს გაეცნენ.