ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ინფორმაცია სპეციალური ტექნიკის შესყიდვის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო და ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტების მიერ იგეგმება სხვადსხვა სახის სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვა.

პროფესიული განათლების დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

მანავის საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, სამხედრო ბაზა ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც 1056 მოსწავლეს 2017 წლის ივლის-სექტემბერში ნაკადებად (თითოეულ ნაკადზე 132 მოსწავლე) უმასპინძლებს.

ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელში თანამედროვე სკოლა გაიხსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ფონდის თანამშრომლები ოყურეშის ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

სამხრეთ იუტას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა იწყება

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და სამხრეთ იუტას უნივერსიტეტს შორის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა შედგება. ცენტრი ხელს შეუწყობს საჯარო და აკადემიური სივრცისთვის ხელოვნების ადმინისტრირებისა და მართვის სპეციალისტების გადამზადებასნ იუტას უნივერსიტეტის ბაზაზე.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2017

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2017 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას აცხადებს. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს

ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ახალ ჩარჩო-პროექტზე მუშაობს. ევროკავშირის 49 მილიონ ევროიანი საბიუჯეტო და ტექნიკური დახმარება, რომელიც პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის გამოიყოფა, ძირითადად, ეკონომიკური და საბაზრო შესაძლებლობების განვითარებაზე იქნება კონცენტრირებული და მიმდინარე პროგრამის (27 მილიონ ევროიანი საბიუჯეტო მხარდაჭერის პროექტი) გამოცდილებას დაეფუძნება.

„მომავლის თაობა“ - სამოქალაქო განათლების წარმატებული პროგრამა

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ საქართველოს 480 სკოლაში პროგრამის სამწლიანი მუშაობა შეაჯამა.

მიმდინარეობს 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვები

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 2018-2019 სასწავლო წლიდან იწყება.

წყნეთის საზაფხულო ბანაკი მოსწავლეთა მეორე ნაკადს მასპინძლობს

წყნეთში მდებარე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც ზაფხულის განმავლობაში, ერთი კვირით (რამდენიმე ნაკადად, თითოეულ ნაკადში 250-250 მოსწავლე) 3000 მოსწავლე დაისვენებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

პროგრამირების სასკოლო კლუბების შემაჯამებელი კონფერენცია

ტექნოპარკში მოსწავლეთა პროგრამირების (კოდინგის) სასკოლო კლუბების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნილი პროექტები - code.org პლათფორმაზე აწყობილი კომპიუტერული თამაშები წარმოადგინეს.

სკოლებსა და კოლეჯებში მეწარმეობის სწავლება გაძლიერდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის გავლის შედეგად 5 უნგრელი სტუდენტი ჩამოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2017 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსი - „ სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის“ დასრულდა.

ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტთან ერთად, ფაგების აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალზე Job Fest

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში Job Fest მონაწილეობა მიიღო. სამუშაოს მაძიებელ სტუდენტებს სამინისტროს წარმომაგენლებმა, უწყებაში სტაჟიორებისთვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები გააცნეს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროვაიდერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო, პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობას, როგორც დასაქმებისკენ მიმავალ უმოკლეს გზას.

მოსწავლეები ერთამნეთს ცოდნაში შეეჯიბრნენ

ბათუმში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2016-2017“ ფინალური ღონისძიება გაიმართა. „ეტალონი 2016-2017“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონი“ ფარგლებში იმართება და მისი ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.

ალექსანდრე ჯეჯელავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრისას ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

საპილოტე პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც საპილოტე პროექტის - „ქ. თბილისის სკოლებში საგნის - „მოქალაქეობა“ ფარგლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ გაკვეთილების დანერგვის ხელშეწყობა“ - შედეგები შეჯამდა.

საზაფხულო ბანაკი დაიწყო

მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკმა სტარტი აიღო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. მოსწავლეთა პირველ ნაკადს წყნეთში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს.

რობაქიძის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მონაწილეობით, რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

პროფესიული გადამზადების ახალი ტრენინგ-ცენტრი გაიხსნა

საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრი“ კომპანიის „ხელოსნების ქალაქი“ ბაზაზე, ახალი ტრენინგ-ცენტრი გახსნა, სადაც დუალური განათლების პილოტირება „დურგლის“, „ხის მხატვრული დამუშავების“ და „ავეჯის კონსტრუირების სპეციალობების“ მიმართულებით განხორციელდება.