სიახლეები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ალექსანდრე წულაძემ სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამომავლო პროექტები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ და SDSU-ს პრეზიდენტმა, ადელა დე ლა ტორემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გახსნეს, სადაც მონაწილეებმა ერთობლივი პროგრამების განხორციელებასა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.
ალექსანდრე წულაძემ ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ლონდონში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს საელჩოში მიღება გამართა, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის მიღწევები, განხორციელებული პროექტები და ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო.
ალექსანდრე წულაძე: „ჩვენთვის ყველაზე ღირებული ადამიანური რესურსია. სწორედ ამიტომ, განათლება საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად არის განსაზღვრული და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებასა და თვითგანვითარებაში“
ლონდონში მიმდინარე განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მიიღო მონაწილეობა თემატურ სესიაში სახელწოდებით – „ინოვაციური მიდგომები, რომლებიც აუმჯობესებენ სწავლის შედეგებს“.
ალექსანდრე წულაძემ Times Higher Education-ის კვლევების მიმართულების დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, Times Higher Education-ის კვლევების მიმართულების დირექტორ იშან კადერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ალექსანდრე წულაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
ალექსანდრე წულაძე ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც, სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტ მინისტრთან ერთად, „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს.
ანა მღებრიშვილმა პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გახსნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გახსნა, რომელიც უკვე მეორედ იმართება და მასში საქართველოსთან ერთად, 17 ქვეყნის 80-მდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
გიორგი ჯინჭარაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი სკოლა დაათვალიერა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ანტონ ობოლაშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა.
გიორგი ჯინჭარაძემ ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის – „Juniper Networks‘‘ მიერ ორგანიზებული ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ მიიღო.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ვარძიაში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ გახსნა.
ალექსანდრე წულაძე „სტუდფესტი 2025‘‘ ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებს დაესწრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სტუდენტური ფესტივალის – „სტუდფესტი 2025‘‘ ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტმა მიიღო.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან იზორიას ნაშრომის - „სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება“ – პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან იზორიას ნაშრომის - „სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება“ – პრეზენტაცია გაიმართა.
თამარ ღვამიჩავამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ ორგანიზებულ „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ ორგანიზებულ კერძო და საჯარო ორგანიზაციების „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
ალექსანდრე წულაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორი ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორი ახლად რეაბილიტირებული – ბორჯომის მე-6 და სოფელ დვირის საჯარო სკოლები გახსნა.
ალექსანდრე წულაძემ და პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ახალგაზრდებისთვის თემატური ბანაკი გახსნეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი ქართველი აკადემიკოსის მალხაზ ზაალიშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი ქართველი ბიოფიზიკოსის, აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 105 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილი დაესწრო.
საქართველოს უნივერსიტეტების მედიცინის სკოლებში პირველად ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო პრაქტიკა დაინერგება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროექტის „OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ გახსნა.სიახლეები ვერ მოიძებნა.