სიახლეები

ალექსანდრე წულაძემ რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ბაია კვიციანმა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში არსებული ქართველოლოგიის პროგრამის წარმომადგენელთან, პროფესორ სტივენ ჯონსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყება და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ბაია კვიციანმა UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის უმასპინძლა.
ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ზოგადი განათლების ახალი ხედვა განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს ზოგადი განათლების ახალი ხედვა წარუდგინა და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები მათთან ერთად განიხილა.
ალექსანდრე წულაძემ მანდატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მანდატურის თანამშრომლებს უმასპინძლა, მათ პროფესიული დღე მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.
ალექსანდრე წულაძემ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ენათმეცნიერები და ქართული ენის პედაგოგები დააჯილდოვა
14 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუმრებს ქართული ენის დღე მიულოცა.
არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გურიის რეგიონში ახალგაზრდული პროექტი განხორციელდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთში პროექტის – „ახალგაზრდული რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბება გურიის რეგიონში‘‘ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდები თემატურ ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თემატური ბანაკი გახსნა და მონაწილეებთან შეხვედრა გამართა.
ბაია კვიციანმა აზერბაიჯანში აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) კონფერენციასა და უნარების განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ალექსანდრე წულაძემ ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნეაპოლის უნივერსიტეტთან ერთად მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამას იწყებს
2025-2026 აკადემიური წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან ახალ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს.2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2025-2027 წლების სექტორული სამოქმედო გეგმის საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31 აგვისტოს N446-ე დადგენილებით დამტკიცებული 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გამომდინარე, 2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (სამდივნო) კოორდინაციით, შემუშავდა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2025-2027 წლების სექტორული სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი, რომლის განსახილველად საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო.
ალექსანდრე წულაძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა
2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქრისტეფორე მესამის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პერსონალი 31 მარტიდან სასწავლო პროცესს სურამის N2 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.ალექსანდრე წულაძემ ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში განათლების სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძეს ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში განათლების სფეროს ადგილობრივმა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ალექსანდრე წულაძემ ინდოეთის განათლების სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა
ინდოეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ განათლების სახელმწიფო მინისტრთან, დოქტორ სუკანთა მაჯუმდართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025 მონაწილეობს
ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „Education In Georgia“ ფარგლებში საქართველოს დელეგაცია სამდღიან საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025 მონაწილეობს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში იმართება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა გაიხსნა
იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში გაიხსნა.სიახლეები ვერ მოიძებნა.