სიახლეები

ლევან ხარატიშვილმა საქართველოში კუბისა და გერმანიის ელჩებს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა საქართველოში კუბის რესპუბლიკის ელჩს ალფრედო ნიევეს პორტუონდოსა და საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა.
ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება
ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ განვლილი წელი შეაჯამა. განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფედერაციის პრეზიდენტმა, კონსტანტინე ამირაჯიბმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა..jpg)
მიხეილ ჩხენკელმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა.სამინისტროში სსსმ მოსწავლეებისათვის ალტერნატიული სასწავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროს წარმომადგენლებთან და განათლების ექსპერტებთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ალტერნატიული სასწავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა.
პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში ალგეთსა და თაზაქენდში ახალგაზრდებთან შეხვედრები გაიმართა
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 22 აპრილიდან სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის ინიციატივით, პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ ხორციელდება.
ლევან ხარატიშვილმა ბრიტანეთის საბჭოს რეგიონულ დირექტორს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძეს და ბრიტანეთის საბჭოს რეგიონულ დირექტორს ჯოანა ბურკს უმასპინძლა.
ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში, თბილისის ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
ხელოვნების სასახლე ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის დასახელდა
2019 წლის 21-23 ნოემბერს, პორტუგალიაში, ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიური პრემიის კონკურსის - „EMYA”-ს ჟიურის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს ხელოვნების სასახლე ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის პრემიის ნომინანტთა შორის დასახელდა.
ბოლდერინგში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოლდერინგში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ბოლდერინგი მეკლდეურობის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც დაბალ სიმაღლეზე რთული ბარიერების დაძლევას გულისხმობს.
ფოლკლორის ცენტრის 3 წლის ანგარიშის პრეზენტაცია და დარბაზის გახსნა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე ფოლკლორის ცენტრის დარბაზის გახსნასა და სამი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია
ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - „ფალავნობა 2019“ გაიმართა, რომლის გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა. საჩხერელმა ფალავანმა ფინალში გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა და ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა. მესამე ადგილი ნიაზ დიასამიძემ დაიკავა, რომელსაც მეტოქე - ლაშა ტაველური ტრავმის გამო ვერ გამოუცხადდა.
სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო კოლეჯში ახალი პროგრამა ამოქმედდა
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოში პირველად, მეჩარხის პროფესიული პროგრამა დაინერგა. შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი პროფესიის სწავლებისთვის მოეწყო და აღიჭურვა შესაბამისი სასწავლო ლაბორატორია. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 256 000 ლარია. ახალ პროგრამას, კოლეჯის საქმიანობას და განახლებულ სასწავლო ლაბორატორიებს დღეს, მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.ეკატერინე დგებუაძემ სოციალური მუშაკების გადამზადების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა
განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში თბილისის მერიისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრა ეუთო-ს უმაღლესი კომისრის პოლიტიკურ მრჩეველთან მარკ ფუმაგალისთან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის პოლიტიკურ მრჩეველთან, მარკ ფუმაგალისთან და საქართველოში ეუთო-ს ოფისის წარმომადგენელთან, ნინო გოგოლაძესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
პროფესიული პროგრამებზე სწავლა დაიწყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ეწვია.
მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ოფიციალური ვიზიტით მონაკოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ ინიციატივით გამართული ფორუმის მრგვალ მაგიდაში, რომლის მთავარი თემა იყო „განათლება მდგრადი მშვიდობისთვის სპორტის მეშვეობით“.
„ჰოვანეს თუმანიანი - 150“- წიგნის პრეზენტაცია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიგაიმართა ჰოვანეს თუმანიანის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის „ჰოვანესთუმანიანი - 150“ პრეზენტაცია.
ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ
ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები. ოფიციალური წერილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივანისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.
სპორტული ორგანიზაციების აღიარების მიზნით სამინისტრო განაცხადების მიღებას იწყებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება სპორტული ორგანიზაციების აღიარების საკითხის განხილვის მიზნით. მიღებულ განაცხადებს განიხილავს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო - სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
„ქართველთა თავსაბურავი“ - წიგნის პრეზენტაცია
საქართველოს ხელოვნების სასახლეში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ლევან ხარატიშვილი და ბადრი მაისურაძე, წიგნის „ქართველთა თავსაბურავი“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
მთის საერთაშორისო დღე
მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო მეორე წელია ოფიციალურად აღნიშნავს მთის საერთაშორისო დღეს - 11 დეკემბერს.სიახლეები ვერ მოიძებნა.