სიახლეები

„მარადიული რომი: ქანდაკების 2000 წელი, ანტიკურ ხელოვნებასა და ნეოკლასიციზმს შორის“
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ექსპოზიცია „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან“ გაიხსნა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.
„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.რეგიონების მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე ეროვნული ოლიმპიადების მონაწილეები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ რეგიონების მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე ეროვნული ოლიმპიადების მონაწილე 207 მოსწავლეს სხვადასხვა პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა.მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით ქართველი მეცნიერების შეკრებას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პროფესიული განათლება პრიორიტეტად განსაზღვრა
სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ის პროექტები და ინიციატივები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც 2020 წლიდან იწყებს. პალატამ პრიორიტეტად პროფესიული განათლების სფერო განსაზღვრა და აღნიშნული მიმართულებით მომზადებული სამოქმედო გეგმაც წარადგინა.
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა!
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება. სამინისტროს „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის გამოცხადებულია ორი სასკოლო კონკურსი:პროფესიული კოლეჯის ახალ მოდელს განიხილავენ
პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის თანახმად, დღის წესრიგში დადგა პროფესიული კოლეჯების განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა და სისტემაში მეწარმეობრივი კულტურის დამკვიდრება.კონკურსი ილუსტრატორებისთვის - „მიხაი ზიჩის ჯილდო“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსის გამოცხადების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის ელჩი ვიქტორია ჰორვატი უძღვებოდნენ.
თამარ ქიტიაშვილი კერძო კოლეჯების დირექტორებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, კერძო კოლეჯების დირექტორებთან შეხვედრისას მიმდინარე ცვლილებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა.
აგრარულ პროფესიულ განათლებაში სექტორული ორგანიზაცია ფუძნდება
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, აგრარული მიმართულების სექტორული უნარების ორგანიზაცია დაფუძნება. პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის როლის გაძლიერებას, საჯარო-კერძო პარტნიორობის პროცესში კოორდინაციასთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრას, სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლთა აქტიურ ჩართულობას აგრარული პროფესიული განათლების განვითარების პროცესში.საქართველოში კულტურული მარშრუტების პირველ ტრენინგ აკადემიას ჩაეყარა საფუძველი
სასტუმრო იოტაში,საქართველოში კულტურული მარშრუტების პირველი ტრენინგაკადემიის ფარგლებში, ორდღიანი სემინარი ჩატარდა,რომელსაც ევროპის საბჭოს ორი ექსპერტი:პროფესორი მაიკ რობინსონი და კაროლინაკლარკი უძღვებოდნენ. ტრენინგის დახურვას განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისმოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო..jpg)
ირინე აბულაძემ ევრონესტის (Euronest) საპარლამენტო ასამბლეის მე-8 სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის (Euronest) საპარლამენტო ასამბლეის მე-8 სესიას მასპინძლობს.
ანდრეი ზინჩენკო მსოფლიო ჩემპიონია!
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართულ კიოკუშინის მსოფლიო ჩემპიონატზე ზინჩენკო (-65 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.
„მრავალფეროვანი საქართველო“ დაბა შაუმიანსა და მარნეულში
9 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდება. დაბა შაუმიანის სათემო საგანმანათლებლო ცენტრში დაგეგმილია ცნობილი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჰოვანეს თუმანიანის საიუბილეო წიგნი-ალბომის პრეზენტაცია, ასევე მოეწყობა საიუბილეო გამოცემაში შესული ილუსტრაციების ამსახველი ფოტოგამოფენა და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.მიხეილ ჩხენკელი: „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ჭეშმარიტად ევროპული საგანმანათლებლო სივრცე და მის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სტიპენდიატთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია"
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მეგა-პროექტის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა და ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობა შესთავაზა.
მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ხელმძღვანელს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ გენერალურ დირექტორთან მაჰირ მამედოვთან.
მიხეილ ჩხენკელი: „განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ლევან ხარატიშვილმა მექსიკის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ხოსე ლუის მარტინეს ი ერნანდესთან.
თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია შეაჯამა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.
ეკატერინე დგებუაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სკოლებში ბულინგის პრევენციის საკითხებზე შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ სკოლებში ბულინგის პრევენციის საკითხებზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა აკადემიკოს როინ მეტრეველს 80 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერს იუბილე მიულოცა.სიახლეები ვერ მოიძებნა.