სიახლეები

გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მიხეილ ჩხენკელი საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საბერძნეთის ელჩის მოადგილე პოლიტიკური მიმართულებით, გიორგოს პაპანიკოლაუ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.
თამარ ქიტიაშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, გიორგი პერტაიას შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გააქტიურება და ამ პროცესში სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლის გაძლიერება დარგობრივ ასოციაციებთან ერთად.
ეკატერინე დგებუაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სკოლებში ბულინგის პრევენციის საკითხებზე შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ სკოლებში ბულინგის პრევენციის საკითხებზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა აკადემიკოს როინ მეტრეველს 80 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერს იუბილე მიულოცა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი
მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ცენტრის კურსდამთავრებულთა დაახლოებას მათთან პროფესიულად დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. ფორუმში მონაწილეობა ასოციაციის 60-მდე წევრმა და 20-მდე კერძო თუ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებმა/წარმომადგენლებმა მიიღეს.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი გახდა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის ოფიციალური წევრი 29 ნოემბერს, ამსტერდამში გამართულ ევროპული თეატრების კონვენციის გენერალურ ასამბლეაზე გახდა.პროფესიული განათლების სფეროს ახალი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდ "აი-ფი-ეს საქართველოს"(IFES) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მასწავლებელთა მიერ სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლება და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების მომზადების ხელშეწყობა წარმოადგენს.
6-14 დეკემბერს თბილისში „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ გაჟღერდება
6-14 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში კონცერტები ჩატარდება და მასში მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები მიიღებენ.კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები“ გაიხსნა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და ეკატერინე დგებუაძემ კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები“ გახსნეს.
მოსწავლეები CERN -ში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ
ჟენევაში, მსოფლიო ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) საინტერესო შეხვედრა გაიმართა ფიზიკით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებსა და ცენრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის..jpg)
სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სისტემის წარმომადგენლები ახლადდანერგილ მიდგომებსა და მეთოდოლოგიას გაეცნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძემ, ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ თანადამფუძნებელ, მაია ბაგრატიონ-გრუზინსკთან და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელთან, ირმა ხაბაზთან ერთად კონფერენცია „სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერა ყველა ბავშვისთვის“ გახსნა. ღონისძიებას ასევე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ესწრებოდა.
ტექსტილის კომპანიების ჩართულობით ახალი პროფესიული პროგრამები დაინერგება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექსტილის მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
თამარ ქიტიაშვილმა წარმატებული პროფესიული სტუდენტები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ გამართული ოლიმპიდის მონაწილეების ნამუშევრები დაათვალიერა და გამარჯვებულები დააჯილდოვა..jpg)
კოლეჯ „სპექტრის“ 62 კურსდამთავრებულს საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომები გადაეცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კოლეჯ „სპექტრის“ 62 წარმატებულ კურსდამთავრებულს ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადასცეს
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უნგრელმა პარასპორტსმენებმა სპორტის ახალი სახეობის - პარატექვოლის (მჯდომარე მაგიდის ფრენბურთი) საჩვენებელი მატჩი გამართეს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში უნგრეთის კონსულმა ანიკო ფარკასმა, ქვეყნის მთავრობის სახელით, საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს ტექვოლის მაგიდა გადასცა.
ქართველი მოსწავლეები ბირთვული კვლევების ცენტრში
ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული, ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე საუკეთესო მოსწავლეები და მათი პედაგოგები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) იმყოფებოდნენ.კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2019“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2019“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ..jpg)
თამარ ქიტიაშვილი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.ვარკეთილში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა
2 დეკემბერს, ვარკეთილში (მე-4 მ/რ, 425-ე კორპუსის მიმდებარედ) საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო ერთი სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, 230 ლუქსიანი განათებით და მინი საფეხბურთო მოედანი განათებით..jpg)
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მარგალიტი სწორედ ჩვენი საგალობლები და მრავალხმიანობაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს საგანძური მომავალ თაობებს გადავცეთ“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა ქართული პოლიფონიისა და საგალობლების შესწავლისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას ახალგაზრდა თაობაში.სიახლეები ვერ მოიძებნა.