ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წარუდგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშილმა საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც მე-10-12 კლასის მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვას უკავშირდება.

იცვლება სკოლის მანდატურის უნიფორმა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიმართა ჩაერთონ სამინისტროს სკოლის მანდატურის სამსახურის მიერ ორგანიზებულ წამახალისებელ კონკურსში და დახატონ სკოლის მანდატურის ახალი, მათთვის სასურველი უნიფორმის ესკიზები.

მინისტრმა განვლილი სამუშაო პერიოდი შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ერთკვირიანი მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მისამართით უამრავი წერილი შემოდის პედაგოგების, ლექტორების, დირექტორებისა და განათლების სისტემაში მომუშავე იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სამსახურიდან არიან გათავისუფლებულნი.

საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, პედაგოგებისა თუ ზოგადად, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ უმოკლეს ვადაში შეიმუშავა სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელი, რომელიც ლოგიკურად თანხვდება ამა თუ იმ საგნის სავალდებულო ნაწილის სწავლების დასრულებას და საგამოცდო პროცესს მოსწავლეებისათვის მაქსიმალურად მოქნილს ხდის.

ძვირფასო მასწავლებლებო!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ მასწავლებლის დღეს, გისურვებთ წარმატებას და წინსვლას! ჩვენი ქვეყნის წარმატებას განათლების ხარისხი განაპირობებს და ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ ყველაფერი უკეთესი მომავლისთვის.

საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი

ბათუმის ახლადგახსნილ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები და საქართველოში მოღვაწე 80 მკვლევარი.

სასკოლო ავტობუსი ხაშურის რაიონის საჯარო სკოლებს

ხაშურის რაიონის 4 სოფელს დღეიდან სკოლის ავტობუსი მოემსახურება. ხცისში, კრისხევში, მიწობსა და ოსიაურში მცხოვრები ბავშვები წლების განმავლობაში სოფელ ქცისის საჯარო სკოლაში ფეხით დადიოდნენ.

კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” დასკვნითი ტური გაიმართა. ყველაზე ინოვაციური ნამუშევრები ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა.

გლდანის პროფესიული კოლეჯი

გლდანში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი გაიხსნა. კოლეჯი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით აშენდა და მის ფუნქციონირებას პატრონაჟს მიხეილ სააკაშვილი გაუწევს.

Skype კონსულტაცია მასწავლებლის სახლში

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ახალ მომსახურებას, Skype კონსულტაციას სთავაზობს. კონსულტაციის მიმდინარეობას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დაესწრნენ.

სკოლამდელი განათლების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

პირველად საქართველოში მშობლისა და აღმზრდელის წიგნი ,,თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის” გამოიცა. დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი საგამოცდო მოდელი 8+1

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი საგამოცდო მოდელის 8+1 პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ერთიანი საგამოცდო პროგრამა ფარავს ერთდროულად ორ დონეს ატესტატის მიმღებთა და აბიტურიენტთა.

ბათუმში საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს. პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი დაარსდა მიზნად ისახავს საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების დარგებში კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტის დაძლევას და ამ სფეროების მიმართ სტუდენტების დაიტერესებას.

სასკოლო ავტობუსი დიდი ფლევის საჯარო სკოლას

ხაშურის რაიონის 3 სოფელს დღეიდან ახალი სკოლის ავტობუსი მოემსახურება. პატარა ფლევში, ტკოცასა და ნაცარგორაში მცხოვრები ბავშვები წლების განმავლობაში სოფელ დიდი ფლევის საჯარო სკოლაში ფეხით დადიოდნენ.

ახალი სკოლების მშენებლობა გრძელდება

ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლა აშენდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ’’ თანახმად მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში საიუბილეო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია “21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები“ გაიხსნა.

ხაშურის სკოლების რებილიტაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხაშურის №1 და №6 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

ახალი სკოლა სოფელ ჩიბათში

2012-2013 სასწავლო წლისათვის საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და ასობით სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ჩიბათში ახალი სკოლა მოინახულა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

სოფელ ზედავანში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სკოლების მშენებლობას იწყებს. დღეს, ახალი სკოლის მშენებლობას იმერეთის რეგიონში ჩაეყარა საფუძველი. ვანის რაიონის სოფელ ზემოვანში თანამედროვე სკოლა 2013 წელს ამოქმედდება.