სიახლეები
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ ესკიზების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.შეხვედრა პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, თბილისის სკოლების პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.სამინისტროს ახალი ინიციატივა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს იწყებს.2012 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები
2012 წლის ოქტომბრიდან დაიწყო მუშაობა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და სრულყოფაზე: მომავალი წლის ბიუჯეტი 61 700 მლნ ლარით გაიზარდა (2012 წ.- 608 300 მლნ. ლარი; 2013 წ.- 670 000 მლნ. ლარი); 2013 წლის პირველადი საბიუჯეტო პროექტი ოპტიმიზაციის მიზნით გადაიხედა. განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად არსებული რესურსიდან დაახლოებით 35 მლნ ლარი იქნა მობილიზებული.კონფერენცია პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენცია გახსნენს.საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ჯემალ შენგელიას, გიორგი კობახიძეს, სერგი ჩალაურს, საბა ხარაბაძეს, გიორგი გონაშვილს, ჯიმშერ სხირტლაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს ფულადი ჯილდოები გადასცა.განახლებული კონცეფციის განხილვა პედაგოგებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებლის სახლში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განახლებული კონცეფციის განხილვა მოეწყო.შეხვედრა მშობლებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა თბილისის სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრ მშობლებსა და მშობელთა კომიტეტის წევრებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.მინისტრი თსუ-ს პროფესორებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, თსუ-ს პოლიტიკური ნიშნით დევნილ და უსამართლოდ გათავისუფლებულ პროფესორთა უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის 40-მდე პროფესორს შეხვდა.მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის თემაზე შეხვედრები დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით პროექტი ”ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში” ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობაა.ქართველ და მაკედონიელ კოლეგებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, მაკედონიიდან „პროექტ ჰარმონიის“(PH International) გაცვლითი პროგრამის ჯგუფს შეხვდნენ.საკოორდინაციო შეხვედრა პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე
მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო და კერძო კოლეჯების, პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციების, სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.გრიფირების პროცესი უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი გახდა
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში არასამთავრობო სფეროში მოღვაწე განათლების სპეციალისტები ჩაერთვნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმძღვანელოსათვის გრიფირების მინიჭების შესახებ შემთანხმებელი კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მაქსიმალურადაა წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორი.სტატისტიკური მონაცემები განათლების პოლიტიკის კურსის განსაზღვრის საქმეში
განათლების სფეროში ანალიზისა და პოლიტიკური კურსის განსაზღვრის, ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღების, სამინისტროების სტრუქტურებს შორის სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისა და ამ მიმართულებით შრომითი ბაზრის მოთხოვნილებების კვლევის საკითხებს მიეძღვნა დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართული საკოორდინაციო შეხვედრა.ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმრო ”ვერე პალასში” თემაზე - ”ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში“ ევროკავშირისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.დაწყებითი განათლების პროექტი ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის (I-VI კლასები) ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის“ ახორციელებს.მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები თბილისისა და რეგიონების მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს, სასკოლო ოლიმპიადებსა და ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდნენ.პროექტ WorldSkills Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართა
„ქორთიარდ მარიოტში“ დღეს კონფერენცია გაიმართა თემაზე „WorldSkills Georgia ხარისხიანი პროფესიული განათლებისათვის“, რომლის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება იყო.საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ფუნქცია-მოვალეობები შეიცვლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების დონეზე რეორგანიზაციას განახორციელებს. ამ სიახლესთან დაკავშირებით დღეს, მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ბრიფინგი გამართა.პროფესიულ კოლეჯში ”სპექტრი” კონფერენცია გაიმართა
პროფესიულ კოლეჯში ”სპექტრი” დღეს კონფერენცია ჩატარდა თემაზე - ”კერძო სექტორის ჩართულობა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში”.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში 2012 წლის 8 ოქტომბრის №219/ნ ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის საფუძველზე მესამე დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე შესაბამისი რეგულირებადი პროფესიისათვის.სიახლეები ვერ მოიძებნა.