ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

სოფელ მიქელეფონეში გაუქმებული სკოლა აღდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე დღეს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

ალუდა გოგლიჩიძემ რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში გამართა, სადაც საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებს და მშობლებს შეხვდა.

სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერებს სამინიტროს მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპი, ტესტირება მასწავლებლის სახლში (მისამართი: გმირ კურსანტთა #1) გაიმართება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით.

შეხვედრა ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაციის წარმომადგენლებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი თეა ქარჩავა ,,ევროკლიოს’’ (ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაციის) წარმომადგენლებს და ამ საერთაშორისო არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციის წევრ ორგანიზაციას - საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრა დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, შეხვედრა თბილისის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების კათედრის ხერლმძღვანელბთან გაიმართა.

პროფესიული განათლების ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ,,ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა პროფესიული განათლების სექტორში“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

ღია კარის დღე სამინისტროში

საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები დღეს განათლების სფეროსა და მას-მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, როგორც ცნობილია, სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც საჯარო სკოლებიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხებს სწავლობს. შეგახსენებთ, რომ კომისიის სახელზე სამინისტროსა და რესურსცენტრებში განცხადების შემოტანის საბოლოო ვადა 2013 წლის 14 იანვარია. 15 იანვრიდან განცხადებების მიღება აღარ იწარმოებს.

ქართული ხელნაწერი - on-line ენციკლოპედია

პირველად საქართველოში, ქართული ხელნაწერი კულტურის შესახებ ელექტრონული ენციკლოპედია შეიქმნა. დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართულ ხელნაწერ სამწიგნობრო ტრადიციასთან დაკავშირებული ელექტრონული ენციკლოპედია შეიქმნა მისამართზე: www.georgica.ac.ge.

ბაკალავრიატის 14 მიმართულება სრულად დაფინანსდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზრდა. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 14 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსის (4 წელი) დაფინანსება.

გიორგი დვალის კომისია სამუშაო შეხვედრებს მართავს

სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დვალმა და მისი კომისიის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტები საახალწლოდ, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

ესეების კონკურსი საგანში ”მსოფლიო კულტურა” დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი საუკეთესო ესეს გამოსავლენად საგანში ”მსოფლიო კულტურა” დასრულდა. სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა.

სამუშაო შეხვედრა დირექტორებთან

საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე დღეს თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა სკოლებში არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ სიახლეებზე საუბარი იყო, რაც ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.

სპეციალური კომისია საზოგადოებას ანგარიშს აბარებს

საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ ალუდა გოგლიჩიძემ კომისიის მუშაობის შედეგებზე საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა.

სამუშაო შეხვედრა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, შეხვედრა თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეებთან გაიმართა. სკოლებში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეები მონაცვლეობით აირჩევიან საბჭოს შემადგენლობაში მყოფი მშობლებისაგან, პედაგოგებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან.

გიორგი მარგველაშვილმა შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს უკანასკნელი 3 თვის მუშაობა შეაჯამა. მან განვლილ პერიოდზე ჟურნალისტებს დეტალური ანგარიში ჩააბარა და 2013 წლის განსახორციელებელ სიახლეებზე ესაუბრა.

ბიბლიოთეკების როლი სასკოლო ცხოვრებაში

სასკოლო ცხოვრებაში სკოლის ბიბლიოთეკების დანიშნულება და როლი იზრდება. დღეს პირველად, მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე 200-მდე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა სამინისტროს ახალი ხედვა სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობასთან დაკავშირებით.

ინკლუზიური განათლების წარმატებული ინიციატივები 2012 წლისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს, USAID-ის და ორგანიზაცია ,,Save the Children“-ის დახმარებით ინკლუზიურ განათლებაში ორ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს - ყრუთა განათლების რეფორმა და საუნივერსიტეტო კომპონენტის გაძლიერება.

სპეციალური კომისია მუშაობას განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმ პირთა დავების განხილვა მიმდინარეობს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემიდან მათი გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულების გამო მოხდა. დღეს, კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.