სიახლეები

ღია კარის დღე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2013 წლის 12 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება განათლების სფეროს მუშაკთა შეხვედრა კომისიის წევრებთან, რომელიც სწავლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხებს.
პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის განცხადება
კომისია განცხადებას აკეთებს განმარტებისათვის, ვინაიდან მტკიცების ტვირთი არის მიმართვის ავტორზე, რომ დაასაბუთოს და დაადასტუროს ფაქტები, რომელიც აღნიშნა თავის განცხადებაში. ასევე ეს განმარტება განკუთვნილია იმ პირთა საყურადღებოდ, რომელთაც უკვე მიმართეს კომისიას და პასუხად მიიღეს ხარვეზის წერილი.თამარ სანიკიძე მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ბოგვის სკოლის 120 მოსწავლე სასკოლო ავტობუსით სარგებლობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც იმ 120 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც ახალი წლიდან სასკოლო ავტობუსით სარგებლობენ.სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულმა პარლამენტმა დეკლარაცია მიიღო
პროექტის „დემოკრატია იწყება შენით!“ ფარგლებში დღეს, სომხეთის ქალაქ წახკაძორში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა გაიმართა. პარლამენტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არმენ აშოტიანმა მიიღეს..jpg)
საატესტატო გამოცდების ახალ მოდელს რეგიონალური რესურსცენტრების ხელმძრვანელები გაეცნენ
2012-2013 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლია გიგაურმა ახალი მოდელი და საგამოცდო პროცედურები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების რესურსცენტრების ხელმძღვანელებს პირადად გააცნო.
დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში ტრენერების გადამზადება მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის (I-VI კლასები) ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის“ ახორციელებს.
8 პროფესიული კოლეჯი 900-მდე ტრაქტორისტ-მემანქანეს გადაამზადებს
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, კაჭრეთის, ახალციხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ოზურგეთის, სენაკის, გორისა და დიდი ჯიხაიშის სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში 900-მდე ტრაქტორისტ-მემანქანე 35 დღიან გადამზადების კურსს გაივლის.
ინფორმაცია მინისტრის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც იგი განათლების მინისტრების ფორუმში მონაწილეობდა. აღნიშნულ ფორუმს, განათლების მინისტრები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ესწრებოდნენ.შეხვედრა მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვანელებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თემატური სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, თბილისის სკოლების მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.სამთავრობო კომისია ზოგადი განათლების საკითხებს განიხილავს
განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დვალი და კომისიის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს შეხვდნენ და ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა. კომისიის მიერ გამსვლელ ქულად განისაზღვრა 65 ქულა.
„რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ - კონკურსი მოსწავლეებისათვის
წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება. მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს ორი სახის კონკურსის ჩატარებას სთავაზობს: პროექტების კონკურსს თემაზე „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის სახელზე სამინისტროსა და შესაბამის რესურსცენტრებში 2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით 830 განცხადება შემოვიდა.საატესტატო გამოცდები 2013
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გაიმართება, მეორე ეტაპი - 2013 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით.ნორვეგიასთან საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში ინკლუზიური განათლების დანერგვას იწყებს.შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელებთან გაიმართა. თბილისის საჯარო სკოლების კათედრების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.ქართველი მოსწავლეების საერთაშორისო წარმატება
ყაზახეთის ჟაუტიკოვის მე-9 საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი მოიპოვა. ქალაქ ალმატიში გამართულ ოლიმპიადაში მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში ვ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლისა და თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის სტრატეგიაზე მუშაობს
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოადგილე ნადა მარასოვიჩი და გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების მრჩეველი ფილიპ ტესტოტ-ფერინი დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.190 საჯარო სკოლის 9000-ზე მეტს მოსწავლეს სასკოლო ავტობუსი მოემსახურება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ აამოქმედა. პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ.სამუშაო შეხვედრა ზოგადი განათლების საკითხებზე
საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2011-2015 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში დღეს, სიღნაღში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ გახსნა.სიახლეები ვერ მოიძებნა.