სიახლეები
პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს სპეციალური კომისია განიხილავს
პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები შედიან.მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსმა გენერალური ასამბლეა გამართა
საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსმა ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში პირველი ორგანიზაციული გენერალური ასამბლეა გამართა. ასამბლეაში 35 მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.MCC-ის საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება
განათლების სისტემის განვითარების მიზნით გასახორციელებელი პროექტებისთვის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“ წინასატენდერო საკონსულტაციო შეხვედრებს აგრძელებს.
სპეციალურმა კომისიამ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სხდომაზე 30 პირველადი მომართვა განიხილეს.მინისტრმა სპეციალური კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო
საჯარო სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის პროექტი განიხილეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის პროექტის პირველადი განხილვა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხარისხისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტროში“ ფარგლებში შედგა და მასში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და პროექტით დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს.განათლების სისტემის ხელშეწყობისთვის MCC 140 მილიონ დოლარს გამოყოფს
განათლების სისტემის განვითარების მიზნით გასახორციელებელი პროექტებისთვის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა – საქართველო“ დაინტერესებულ პირთათვის წინასატენდერო საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.კერძო კოლეჯების ფორუმი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA- ში „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის (სკკა)“ მიერ ორგანიზებულ კერძო კოლეჯების ფორუმს დაესწრო.სისხლის უანგარო დონაციის აქცია სამინისტროში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მიერ ორგანიზებულ აქციაში ჩაერთნენ, მათ უანგაროდ ჩააბარეს სისხლი და ამით გამოხატეს თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ 119 მონაწილეს, რომლებმაც ორი სასწავლო სემესტრი წარმატებით დაასრულეს, სერტიფიკატები გადასცა.ინკლუზიური განათლების ახალი გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” (Save the Children) ხელშეწყობით გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის “ინკლუზიური განათლება - სპორტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის”.საჯარო სკოლების სასკოლო ავტობუსებით უზრუნველყოფა
2013 წლის მარტიდან ახალი პროექტის „სკოლების ხელმისაწვდომობა“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით 140 საჯარო სკოლას სასკოლო ავტობუსი მოემსახურება.მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 26%-59%-ით გაიზარდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტით მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად, 26%-59%-ით გაიზარდა. დღეს, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფინანსურ მენეჯერს შეხვდა და დეტალურად აუხსნა რა ცვლილებები განხორციელდა პედაგოგთა შრომის ანაზრაურების გაცემის წესში.ჭადრაკის სწავლების კომპიუტერული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სკოლებში კომპიუტერული პროგრამა - KCFE დაინერგება. დღეს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში პროგრამის პრეზენტაცია და საჩვენებელი გაკვეთილი თავად ავტორმა, მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა ჩაატარა.
სპეციალური კომისიის განცხადება
2013 წლის 14 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა.
ეროვნული კონკურსი პროფესიული უნარების წარმოსაჩენად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, „დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად გაიხსნა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსი.სასკოლო საჩოგბურთო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა სასკოლო საჩოგბურთო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიებას პროგრამაში ჩართული 26 საჯარო სკოლის დირექტორი და სპორტის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
სტაჟიორთა კონკურსის შედეგები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერებს სამინისტროს მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა. შერჩეულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოცხადდეთ საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროში ორშაბათს, 18 თებერვალს, 10:00 საათზე და თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.ღია კარის დღე სამინისტროში
საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები განათლების სფეროსა და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგძობენ.მინისტრი პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები დღეს, მასწავლებლის სახლში შეკრებილ თბილისის სკოლების მასწავლებლებს გააცნეს. მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ პედაგოგთა შეკითხვებსაც უპასუხეს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს საერთაშორისო სატენდერო განაცხადები
აშშ-ის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან“ (Millennium Challenge Corporation - MCC) თანამშრომლობის მეორე კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში, საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობისათვის იგეგმება 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.სიახლეები ვერ მოიძებნა.