სიახლეები

პრეზიდენტმა კახეთის რეგიონში ახალი სკოლები გახსნა
საქართველოს მასშტაბით 2082 საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლისათვის საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და ასობით სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი ახალი სკოლა კახეთის რეგიონის სოფლებში ერისიმედსა და შიბლიანში გახსნა.დღეს ახალი 2012 – 2013 სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს მასშტაბით 2082 საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს არაერთი სიახლით შეხვდა. საქართველოს მასშტაბით 11 ახალი სკოლა აშენდა და 527 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაიხსნა 83 ”მომავლის კლასი”.„პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში ერთდროულად 20 000 ადამიანს ჩაუტარდება უფასო ტრენინგები.ახალი სასწავლო წლიდან 83 ახალი „მომავლის კლასი“ ამოქმედდება
2012 წელს საქართველოს მასშტაბით 83 საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ მოეწყო. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი „მომავლის კლასები“ ყველა რეგიონის დიდი ქალაქების სკოლებში გაიხსნება.გერმანულ მხარესთან მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „კერძო სექტორის განვითარების პროგრამებს“ Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი 17 სექტემბერს “ბუკს“ მიიღებს
2012-2013 სასწავლო წლისათვის საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 41 272 პირველკლასელს და მათ 3078 დამრიგებელს საჩუქრად გადაეცემათ. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი სრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, IV და V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია ნაცვლად 15 სექტემბრისა, 20 სექტემბერს დასრულდება, რაც ყველა მსურველს მისცემს საშუალებას დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე.
პედაგოგები პრეზიდენტს შეხვდნენ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანში მშენებარე პროფესიულ კოლეჯში იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც სასერთიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. პრეზიდენტმა მათ განათლების სისტემის ის სიახლეები გააცნო, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ქვეყანაში დაინერგება.
შეხვედრა ჭიათურის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან
სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჭიათურის მასწავლებლებს შეხვდა. ხატია დეკანოიძემ ჭიათურის მე-3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო და ასევე, ადგილობრივ მასწავლებლებს მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.
ინფორმაცია მეორადი ჩარიცხვებისა და რეგისტრაციის თაობაზე
მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში (3 სავალდებულო და 1 არჩევითი საგანი) გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, უფლება აქვთ გააკეთონ ხელახალი არჩევანი და შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით მოხვდენენ უმაღლეს სასწავლებლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან განათლების სისტემის წარმომადგენელებზე თავდასხმები გრძელდება. მათი მხრიდან ადგილი აქვს როგორც მასწავლებლების, ასევე დირექტორების დაშინებას. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თავად პარტიის ლიდერი პედაგოგებს დასჯითა და დაკავებით ემუქრება.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 24 000-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა. ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო აბიტურიენტთა ნაწილი, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ.საგანმანათლებლო პროექტი როტარი კლუბთან ერთად
როტარი კლუბი “Tbilisi International” (www.rotary.ge) 2009 წლეს შეიქმნა და მსოფლიოს როტარიანული კლუბების სისტემის, რომელიც დღეისათვის 34 000-ზე მეტ კლუბს ითვლის, სრულუფლებიანი წევრია. მოძრაობის პრინციპია ნებაყოფლობითი მონაწილეობა დახმარების აქციებში მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 8 სექტემბერს გაავრცელებს ინფორმაციას იმ აბიტურიენტებთან დაკავშირებით, რომლებმაც მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ კონკურსის გათვალისწინებით ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში.ამერიკელი სენატორები ბათუმში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ საქართველოში მყოფ ამერიკელ სენატორებს ჯონ მაკკეინს, ჯოზეფ ლიბერმანსა და ლინდსი გრემს ბათუმის მშენებარე საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაათვალიერებინა.
მშობლების საყურადღებოდ!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მობილობის ახალი ვადები განსაზღვრა. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ,,მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, ყოველი წლის 15 ივნისიდან 11 სექტემბრამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე.
პროფესიული განათლების (მე-4 და მე-5 საფეხურის) მიღების მსურველთა საყურადღებოდ!
პირებს, რომლებმაც 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგად უნარებში გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სურთ დაეუფლონ დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა მიმართონ შესაბამის პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცხადდება მიღება პირველი სამი საფეხურის პროფესიულ პროგრამებზე საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაფინანსებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
სააგენტო „პირველის“ მიერ გავრცელებული დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც პირველკლასელთა რეგისტრაციას ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასარეგისტრირებლად პირველი ვადა 2012 წლის 2 აპრილიდან 17 ივნისამდე იყო განსაზღვრული.სასკოლო სახელმძღვანელოები
წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ
შეხვედრა აბიტურიენტებთან
2012 წლის 4 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა შეხვედრა იმ აბიტურიენტებთან, რომლებიც 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.სიახლეები ვერ მოიძებნა.