სიახლეები
მინისტრი კახეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი თელავსა და გურჯაანში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებში მივიდა, სადაც სტუდენტები ჰყავთ.2011-2012 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა” გრძელდება. პროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს.2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები
2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულებულია. წელს სერტიფიკატი 8000-მდე პედაგოგს გადაეცემა, რაც შერშანდელ მაჩვენებლელზე ორნახევარჯერ მეტია.პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებული პირები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.
სკოლამდელი განათლების პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია” სკოლამდელი განათლების საგრანტო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტებს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, მეოთხე წელია ახორციელებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთათვის დამატებით ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს. დღეიდან, 10 სექტემბრის ჩათვლით, მშობლებს საკუთარი შვილების დარეგისტრირება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და catalog.edu.ge-ზე შეეძლებათ. საბუთების მიღება სკოლებში 2 სექტემბრიდან დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.
Summer Job-ის შედეგების შეჯამება
საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე მუშაობის პროცესი 20 აგვისტოს დასრულდა. პროგრამა წარმატებით განხორციელდა, და მასში გათვალისწინებული სამუშაოები 23 000-მდე სტუდენტმა გაიარა.
„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012“ დასრულდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. 2012-2013 სასწავლო წელს 24501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, რაც დარეგისტრირებული აბეტურიენტების რაოდენობის 71%-ს შეადგენს.საქართველოს სკოლებში სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება
2012-2013 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 2012 წლის 17 სექტემბერს დაიწყება. სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება მიმდინარეობს და ყველა სკოლა ტრადიციულად, 17 სექტემბერს სასწავლო პროცესს შეფერხების გარეშე განაახლებს. სარეაბილიტაციო სამუშაო წელს 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად
სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ი დასრულდა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ი დასრულდა.მანდატურობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს მანდატურის ვაკანსიასზე საქართველოს შემდეგ რაიონებში: მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, წალკა და თეთრიწყარო.
პროფესიული განათლება დასაქმებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ”აისის” საქმიანობას გაეცნო.სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების თაობაზე ბრიფინგი გამართა.პედაგოგთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციები დაიწყო
9 - 14 აგვისტოს პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეთა კანდიდატებს საშუალება აქვთ ნებისმიერი ტესტური დავალების შეფასება გაასაჩივრონ.
სოფელ წაბლანის საჯარო სკოლას ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით სოფელ წაბლანის საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ასლან შაინიძის სახელი მიენიჭება.
საერთაშოროსო კონფერენციებზე კიდევ 52 მეცნიერი გაემგზავრება
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე დასასწრებად 52-მა ქართველმა მეცნიერმა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.აპელაციების მიღება დაიწყო
3-დან 8 აგვისტოს ჩათვლით, გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტთა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადები მიიღება.შოთა ნიჟარაძემ და გია მამულაშვილმა ავტოავარიის შედეგად დაშავებული პედაგოგი მოინახულეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ შოთა ნიჟარაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ავტოავარიის შედეგად დაშავებული პედაგოგი ნინო აბულაძე მოინახულეს.ხატია დეკანოიძე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ დღეს, კახეთის რეგიონში უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.მინისტრი კახეთში “summer job”-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა
სტუდენტური დასაქმების პროგრამის “summer job” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სანდრო კვიტაშვილმა გურჯანიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერეს.სიახლეები ვერ მოიძებნა.