ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

მობილობის პროცედურა იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტთა მობილობის პროცედურა გამარტივდა და 2012 წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადა 1 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა.

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთათვის დამატებით ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს.

საქართველოს სახალხო დამცველთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ შოთა ნიჟარაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ამბროლაურში ახალი პროფესიული კოლეჯი და მასწავლებლის სახლი შენდება

მომავალი წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება ამოქმედდება, სადაც პროფესიული კოლეჯი და მასწავლებლის სახლი განთავსდება.

საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროს განცხადება

კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ახალი 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დაუფარავს.

დაჯილდოების ცერემონია გორის უნივერსიტეტში

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 310 კურსდამთავრებულს საზეიმო ვითარებაში დიპლომები და სიგელები გადაეცათ.

კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” რეგისტრაციის ვადები იწურება

საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” მოსწავლე-გამომგონებლების ნამუშევრებს ელის. საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” მოსწავლე-გამომგონებლების ნამუშევრებს ელის.

კიდევ ერთი ქართველი მოსწავლის საერთაშორისო წარმატება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის რუსთავის №24 ქართული გიმნაზიის VII კლასის მოსწავლე მარიამ ბიჭოშვილი რევაზ ლაღიძის „საჭიდაოს“ საუკეთესო შესრულებისთვის გრანპრის მფლობელი გახდა.

სულხან სისაურმა საზაფხულო სკოლის მსმენელები დააჯილდოვა

სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ”ქართული დამწერლობის” მსმენელები დააჯილდოვა.

ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ხუთივე წევრი დაჯილდოვდა

საქართველოს მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები გუნდი საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნაკრების წევრებსა და მწვრთნელთა შემადგენლობას დღეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დახვდა.

ტრენინგები ახალ საგანში

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგანი, საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები შედის. მასწავლებლის სახლში უკვე დაწყებულია ინტენსიური ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა სკოლის მასწავლებელი მომზადდება.

ხატია დეკანოიძე კახეთის რეგიონში იმყოფებოდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კახეთის რეგიონში იმყოფებოდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას იწყებს

დღეს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს გაეცნობიან. მიღებული ქულების ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით არის შესაძლებელი.

სტუდენტები სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებიან

„Summer Job”-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში დასაქმებული სტუდენტების უმრავლესობამ გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

პროექტის ”სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე” განხორციელება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე შოთა ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებულ სტუდენტებს შეხვდნენ და მათ მუშაობას გაეცნენ.

შეხვედრა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა.

გამოცდები დასრულდა

წელს, ერთიანმა ეროვნულმა, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდებმა ყოველგვარი ექსცესებისა და ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

"მაკმილანის" ტრენინგები დაიწყო

2011 წლის სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობის - "მაკმილანის" მიერ შექმნილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ ინგლისურ ენას.

მნიშვნელოვნი ინფორმაცია “Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთათვის

სტუდენტებს, რომელთაც 20 მარტს და დამატებითი რეგისტრაციის დროს ვერ მოახერხეს საზაფხულო დასაქმების პროგრამაში ჩართვა, ეძლევათ შანსი ზაფხულის პერიოდში დასაქმდნენ.

მინისტრი მოხალისე პედაგოგებს შეხვდა

პროგრამაში ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეობის მსურველთა ახალი ნაკადი შეირჩა.

”ბუკების” მასწავლებელთა ტრენინგები დაიწყო

მასწავლებლის სახლში ახალი სასწავლო წლისთვის მზადება დაწყებულია და ყველა პირველი კლასის დამრიგებელი „ბუკებით“ სწავლების ტრენინგებს გადის.