ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თვრამეტმა უცხოელმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო. პროგრამა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში ხორციელდება.

„ისწავლე დღეს - დასაქმდი ხვალ“

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს - პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები.

20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე ქუთაისში მოსახლეობას შეხვდა და პრეზიდენტის ინიცირებული ახალი პროექტი - ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” გააცნო.

60-ზე მეტი უცხოელი ქართულ ენას საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეისწავლის

ზაფხულის თვეებში 60-ზე მეტი უცხოელი ქართულ ენას საქართველოში შეისწავლის. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში განხორციელდება.

საერთო სამაგისტრო გამოცდა

12 ივლისს გამოცდების პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთვნენ. ისინი გამოიცდებიან ანალიტიკურ წერასა და წაკითხულის გააზრებაში. ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში კი გამოცდა 13 ივლისს ჩატარდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

2012 წლის 12 ივლისიდან საქართველოს ბანკის ყველა ფილიალში პროექტში ”Summer Job” მონაწილეთათვის პლასტიკური ბარათების გაცემა იწყება. კონკრეტული მონაწილე ბარათს იმ ფილიალში აიღებს, რომელიც რეგისტრაციისას მიუთითა.

ტრენინგი სპეციალური პედაგოგიკის სამაგისტრო კურსის დანერგვაში

მასწავლებლის სახლში სპეციალური პედაგოგიკის სამაგისტრო კურსის დანერგვაზე ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები 6 მიმართულებით ტარდება.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდები საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ

საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკისა და ბიოლოგიის ნაკრები გუნდები საერთაშორისო ოლიმპიადებზე გაემგზავრა. მოსწავლეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გააცილა.

ბიზნესფორუმი პროფესიულ კოლეჯში

დამსაქმებელთა ასოციაციამ და პროფესიულმა კოლეჯმა "სპექტრი" ბიზნესფორუმი გამართა. ღონისძიების მიზანი ბიზნესის წარმომადგენელთათვის კოლეჯის განვითარების ძირითადი მიმართულებების გაცნობა და დამსაქმებლებთან სტაჟირებისა და დასაქმების მიმართულებით მემორანდუმების გაფორმება იყო.

ხატია დეკანოიძე გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს სკოლების დირექტორებთან მართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დირექტორებთან და მასწავლებლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, მინისტრი თბილისისა და რეგიონების 300-ზე მეტ საჯარო სკოლის დირექტორს შეხვდა.

დასრულდა გამოცდები ზოგად უნარებში

გუშინ, 10 ივლისს, მთელი საქართველოს მასშტაბით დასრულდა გამოცდები ზოგად უნარებში. ორი დღის განმავლობაში ტესტირება 35 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

პროგრამა "ვასწავლოთ ქართული როგორც მეორე ენის" კონკურსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქვე-პროგრამა „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს ქართული ენის სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების ხელშესაწყობად.

მინისტრმა მასწავლებლებთან შეხვედრები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე თბილისისა და რეგიონების პედაგოგებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს. მინისტრი მათ რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სიახლეებს და სამომავლო გეგმებს აცნობს.

დასრულდა მასწავლებელთა გამოცდა პროფესიულ უნარებში

საგამოცდო ცენტრებში პედაგოგოებისთვის პროფესიულ უნარებში გამოცდა დღეს დასრულდა. პედაგოგები გამოცდებში 2 ივლისადან ჩაერთნენ. დარეგისტრირებული 40 000 - დან პროფესიული უნარები 32 000-მდე მასწავლებელმა ჩააბარა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ხატია დეკანოიძე წარუდგინა. პრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ამ რეფორმის მნიშვნელოვანი ფიგურა მასწავლებელი უნდა იყოს.

უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტსა და გორის სახელმწეიფო უნივერსიტეტს შორს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პირველი ივლისიდან სტუდენტური ფასდაკლების ბარათები ამოქმედდა

2012 წლის პირველი ივლისიდან სტუდენტური ფასდაკლების ბარათი - „გაიმარტივე ცხოვრება“ ძალაში შევიდა. ბარათს სტუდენტები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში მიიღებენ.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

2 ივლისს საგამოცდო პროცესში პედაგოგები ჩაერთნენ. მათ პირველი გამოცდა პროფესიულ უნარებში აქვთ. დღეს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა დარეგისტრირებულ მასწავლებელთა შორის ყველაზე ხანდაზმული პედაგოგი,ქალბატონი ლილი კუხალეიშვილი რეგისტრაციის გასავლელად მიაცილეს.

ასპინძის რაიონში კიდევ ერთი ახალი სკოლა შენდება

ასპინძის რაიონის სოფელ ნიჯგორში ახალი სკოლის მშენებლობა დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა კონკურსის „ქართული კალიგრაფიის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.