სიახლეები
მინისტრი ინგლისური ენის წყნეთის საზაფხულო სკოლას ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია, სადაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ისვენებს. დასვენების პარალელურად, მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
მანდატურები თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
თელავის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მანდატურებს შეხვდნენ. შეხვედრას მოსწავლეები, მშობლები და კახეთის ადგილობრივი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.დამწერლობის ფესტივალი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ორგანიზებით ,,დამწერლობის ფესტივალი’’ იმართება. სამდღიანი ფესტივალი დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გახსნა.პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ 140 მოხალისე მასწავლებელს სერტიფიკატები გადასცეს.
შეხვედრა ეროვნული შეფასების საერთაშორისო ექსპერტებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულ ეროვნული შეფასების საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ.დღეს ქვემო ქართლის რეგიონის წარჩინებული მეათეკლასელები დასაჩუქრდნენ
პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების 44-მა მეათეკლასელმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრა, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.მინისტრმა უსინათლო აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მიიყვანა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ესმა გუმბერიძე, ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და პირველი სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე შეაჯამეს.დავით ბაქრაძემ კახეთის რეგიონის წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაასაჩუქრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 145 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ხატია დეკანოიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდნენ. გამოცდები 28 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ამ დღეს 16575 აბიტურიენტი გამოიცდება.
ირინე ქურდაძე ქუთაისში აკვირდებოდა გამოცდების მიმდინარეობას
ქუთაისში იმყოფება მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, რომელმაც ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს აჭარის საგამოცდო ცენტრებში
მშვიდად მიმდინარეობს გამოცდები ბათუმის საგამოცდო ცენტრში, სადაც მეორე სესიისთვის სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესს მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე გაეცნო. აჭარის რეგიონში ორი საგამოცდო ცენტრი მუშაობს, ერთი ბათუმში, ერთი ხულოში.ერთიანი ეროვნული გამოცდები თელავის საგამოცდო ცენტრში
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე აკვირდება.
ნოდარ სურგულაძე ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში
ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე აკვირდებოდა. გურიის რეგიონში ერთი საგამოცდო ცენტრი ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
ქართველი და უცხოელი მეცნიერები საქართველოს, როგორც უძველესი ევროპული იდენტობის მატარებელი ქვეყნის იმიჯზე მსჯელობენ
საქართველოს, როგორც ევროპული იდენტობის მატარებელი ქვეყნის იმიჯის შექმნა-წარმოჩენას პირველი სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა.
შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა
შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. შესაბამისი ვებ-გვერდი www.qim.ge საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიქმნა.
მზადება "საერთაშორისო ოლიმპიადები 2012"-სთვის
საქართველოს ნაკრები გუნდები საერთაშორისო ოლიმპიადები 2012-სთვის ემზადება. ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის ოლიმპიადებზე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 19 მოსწავლე გაემგზავრება.პრეზიდენტის საჩუქარი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ათოსნებმაც მიიღეს
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მცხეთა-თიანეთის რეგიონის საჯარო სკოლების 17 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები პირადად გადასცა.
გამოცდები 2012
გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტებისთვის 28 ივნისს, პედაგოგებისთვის კი - 2 ივლისს დაიწყება. 6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის ჩატარდება, ხოლო 12-13 ივლისს გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატები გავლენ.
პრეზიდენტის საჩუქარი ოზურგეთის რეგიონის ათოსნებმაც მიიღეს
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად ოზურგეთის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ოზურგეთის რეგიონის საჯარო სკოლების 23 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.რუსთავის 24-ე საჯარო სკოლაში ”მომავლის კლასი” გაიხსნა
ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში 100 ”მომავლის კლასი” გაიხსნება. ამ ეტაპზე ”მომავლის კლასების” რემონტი და მათი სათანადო ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს.სიახლეები ვერ მოიძებნა.