სიახლეები
CERN-ის გენერალური დირექტორი საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას ეწვია
საქართველოში ვიზიტად მყოფი ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრ CERN-ის გენერალური დირექტორი, პროფ. როლფ-დიტერ ჰოიერი დღეს, ბაკურიანში საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას ეწვია. მან მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა და მათ კითხვებს უპასუხა.
მანდატურების მონაწილეობით ანტინარკოტიკული მარათონი გაიმართა
ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური შეუერთდა. ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მანდატურების ინიციატივით მარათონი გაიმართა.პრეზიდენტის საჩუქარი აჭარის რეგიონის ათოსან მოსწავლეებს
პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი ამჯერად აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების 151 მეათეკლასელმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.პირველკლასელებისთვის ნეტბუქების აწყობა მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მომავალ პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა და მათთვის გადასაცემი კომპიუტერების აწყობის პროცესს დაესწრო.
მანდატურები ჯომარდობის ჩემპიონატს შეუერთდნენ
საქართველოს ჯომარდობის ეროვნულ ჩემპიონატს მანდატურებიც შეუერთდნენ. ჯომარდობის ჩემპიონატი ბორჯომში გაიმართა სადაც 100 ადამიანზე მეტი მსურველი მონაწილეობდა.
ხატია დეკანოიძემ ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად ქ. ქუთაისში ორი საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. საქართველოს მასშტაბით კი სულ 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.ასპინძის რაიონის სოფელ მირაშხანში ახალი სკოლა შენდება
თანამედროვე სკოლის მშენებლობა დაიწყო ასპინძის რაიონის საზღვრისპირა სოფელ მირაშხანში. სკოლის მშენებლობა დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.CERN-ის პროფესორ როლფ ჰოიერის საჯარო ლექცია
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გენერალური დირექტორმა, პროფესორმა როლფ ჰოიერმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა.დავით ბაქრაძე CERN-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრ CERN-ის გენერალურ დირექტორს, პროფ. როლფ-დიტერ ჰოიერს შეხვდა. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჰოიერი ასევე შეხვედება მეცნიერებს, უნივერსიტეტების რექტორებს, სტუდენტებს და საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს.
მანდატურების ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა გაიმართა
მანდატურების ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა მოეწყო. 161 საჯარო სკოლის ეზოს და მის მიმდებარე ტერიტორიას დილიდან მანდატურები, მოსწავლეები და პედაგოგები ასუფთავებდნენ.კოკა სეფერთელაძემ ახალციხეში ათოსნები დაასაჩუქრა და მასწავლებლებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დღეს ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 47 მეათეკლასელ მოსწავლეს პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი გადასცა და შემდეგ მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გამართა.
ინოვაციური ტექნოლოგიური კვლევების ხელშემწყობი ახალი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეცნიერებაში ბიზნეს-სექტორის აქტიური ჩართვის კუთხით მუშაობას განაგრძობს.
წარმატებულ მოსწავლეთა დასაჩუქრება გრძელდება
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად შიდა ქართლის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების 31 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.დავით ბაქრაძემ კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ ”აისს” ესტუმრა და ახალი პროგრამით დაფინანსებულ პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა.
ჩართვა ქუთაისის მასწავლებლის სახლთან
სასერტიფიკაციო გამოცდებამდე ერთი თვით ადრე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქუთაისელ მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, თბილისის მასწავლებლის სახლიდან ქუთაისის მასწავლებლის სახლში პირდაპირი ჩართვის ფორმატით გაიმართა.ქუთაისის უნივერსიტეტში უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში მეორე SALiS-ის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სხვადასხვა მოქმედი სასწავლო პროგრამების ფარგლებში, დააფინანსებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) მცხოვრებ იმ პირთა სწავლას საქართველოსა თუ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ვისაც, აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, ლეგიტიმურად აქვს მინიჭებული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.ატესტატების გაცემა დაიწყო
იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა დაიწყო. სკოლის კურსდამთავრებულმა ატესტატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
საგამოცდო ბარათების დარიგება დაიწყო
ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებულთა საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო ბარათებს უშუალოდ სკოლებში მიიღებენ, სკოლადამთავრებული აბიტურიენტები და პედაგოგები კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.იმერეთის რეგიონის წარმატებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ გიგა შუშანიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების 200 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.რუსი ექსპერტი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნო
რუსი ექსპერტი და მწერალი ლარისა ბურაკოვა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს უშუალოდ გაეცნო და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ”მომავლის კლასს”, პროფესიულ კოლეჯ ”იკაროსსა” და მასწავლებლის სახლს ეწვია.სიახლეები ვერ მოიძებნა.