სიახლეები

დავით ბაქრაძემ წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაასაჩუქრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების 150 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.დიმიტრი შაშკინი რუს ექსპერტს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუს ექსპერტსა და მწერალს ლარისა ბურაკოვას შეხვდა. ლარისა ავტორია წიგნისა „რატომ გამოუვიდა საქართველოს“, რომელიც ორი წლის წინ გამოვიდა და დიდი დაინტერესება გამოიწვია.
მანდატურები და მოსწავლეები ხილის ფესტივალს დაესწრნენ
მცხეთაში "სეზონური ხილის ფესტივალი" გაიმართა. მანდატურები და მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ფესტივალს შეუერთდნენ.
მოსწავლეებისთვის პროექტების კონკურსი ჩატარდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა პროექტების კონკურსი ”შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით.”
მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
ნიკა გილაური პროფესიულ კოლეჯ ”სპექტრს” ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პროფესიულ კოლეჯში ,,სპექტრი’’ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ვაუჩერული დაფინანსების პროექტის მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულ მსურველებს შეხვდა და მათთან ერთად დაათვალიერა უახლესი სიმულატორებით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, შემდუღებლების, მეფილეებისა და ელექტრიკოსების რეაბილიტირებული სახელოსნოები.წლის საუკეთესოები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები უკვე თბილისშია
ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლიციის შენობებში გადაიტანეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაცია
ინფორმაცია გაცდენებთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, მოსწავლისთვის ნიშნის დაკლება განისაზღვრება იმავე წესის მიხედვით, რაც ცნობილი იყო სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის ადმინისტრაციისთვის და მოსწავლეებისთვის. საგნობრივი საათების გაცდენის გამო ნიშნის დაკლება სემესტრის მიხედვით ამოქმედდება მომავალი სასწავლო წლიდან.ახალ საგამოცდო მოდელზე სტრატეგიული კომისია მუშაობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება. დღეს, განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, “8+1“ მოდელი განიხილეს.დღეიდან პროფესიული განათლების დაფინანსების II ეტაპი დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მსურველთათვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპს იწყებს. ამჯერად, 1500 მსურველი შეძლებს სასურველ პროფესიას დაეუფლოს.
საქართველოს სამკერვალო სექტორისათვის მაღალკვალიფიციური კადრები მომზადდებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ სამკერვალო საწარმოებისათვის აუცილებელი კადრები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდება.დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს გამოცდების ახალი სისტემა გააცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, “ 8+1“ მოდელი გააცნო.გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღეები იწყება
გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს შეხვდეს ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებს, ექსპერტებს და მათგან მიიღოს ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გურიის რაიონში ახალი სკოლა შენდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, ამჯერად შენობის მეორე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.
სტუდენტური ფასდაკლების ბარათის პრეზენტაცია
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთში, იუსტიციის სახლში სტუდენტებს შეხვდა და მათ სტუდენტური ფასდაკლების ბარათები - „გაიმარტივე ცხოვრება“ გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა მათ ბარათის კონცეფცია და ის შესაძლებლობები გააცნო, რომლითაც თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად გაიმარტივებს ცხოვრებას.
ეროვნული შეფასების მიმდინარეობას მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე №9 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და მათემატიკაში მეოთხეკლასელთა ეროვნული შეფასების მიმდინარეობას დაესწრო.ნომერ პირველი რუსი ბლოგერი „ბლოგერების სახლში“
ცნობილი რუსი ბლოგერი რუსტომ ადაგამოვი, მეტსახელად „დრუგოი“ საქართველოში იმყოფება. ადაგამოვი დღეს ბლოგერების სახლში ქართველ ბლოგერებს შეხვდა და მასწავლებლის სახლი დაათვალიერა.
მანდატურების ინიციატივით მოსწავლეებითვის პოეზიის კვირეული დაიწყო
პოეზიის პირველი დღე მანდატურებმა, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდა პოეტებმა ერთობლივად გამართეს. სტუმრებს ბარ-ლაუნჯმა „ნიშამ “ უმასპინძლა.ერთად ვიზრუნოთ პატარების განათლებასა და განვითარებაზე
მთაწმინდის პარკში ადრეულ ასაკში განათლებისა და განვითარების კვირეული გაიხსნა. კვირეული რამდენიმე დღეს გასტანს და ბათუმში საზეიმოდ დაიხურება. ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით იმართება.„აინშტაინის“ ლაბორატორია თბილისის №22 საჯარო სკოლაში
დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №22 საჯარო საჯარო სკოლაში დაფუძნდა სამოქალაქო კლუბი „21 საუკუნე“, რომელმაც USAID -ის ფარგლებში სასკოლო მედია-ცენტრ „ლიბერტას“ პრეზენტაცია მოაწყო ღონისძიების სლოგანი იყო „მომავალი იწყება აქ“.სიახლეები ვერ მოიძებნა.