ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

„აინშტაინის“ ლაბორატორია თბილისის №22 საჯარო სკოლაში

დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №22 საჯარო საჯარო სკოლაში დაფუძნდა სამოქალაქო კლუბი „21 საუკუნე“, რომელმაც USAID -ის ფარგლებში სასკოლო მედია-ცენტრ „ლიბერტას“ პრეზენტაცია მოაწყო ღონისძიების სლოგანი იყო „მომავალი იწყება აქ“.

განათლების მართვის პროექტის შედეგები და გამოწვევები

განათლების მართვის სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის მართვის გაძლიერებასა და განათლების პოლიტიკის მართვის ეფექტურობას უზრუნველყოფს, წარმატებით დასრულდა.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

იმ პირველკლასელთა მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს, ვინც 2012 წლის 15 ივნისის ჩათვლით დაარეგისტრირებს ბავშვს შესაბამის სკოლაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა რეგისტრაციისას მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა მოხდეს 2012 წლის 18 ივნისიდან 2012 წლის 19 ივლისამდე.

უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის უცხოელი მოხალისე მასწავლებლები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 2011-2012 სასწავლო წელი, სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

შეხვედრა პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასწავლებლის სახლში წარჩინებულ მოსწავლეებსა და წარმატებულ მასწავლებლებს შეხვდა.

ატესტატების გაცემა იუსტიციის სახლებიდან მოხდება

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებში მოხდება.

დიმიტრი შაშკინი ,,Summer Job’’-ის მონაწილე სტუდენტთა ახალ ნაკადს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროექტ ”Summer Job”-ში მონაწილე იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროგრამაში 4 ივნისის დამატებითი რეგისტრაციით ჩაერთვნენ.

საგამოცდო ცენტრები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად ემზადებიან

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, თბილისის, რუსთავის, თელავის, სიღნაღისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. თბილისში ხუთი საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

ზესტაფონის რაიონში ახალი სკოლა აშენდება

ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლა აშენდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც ახალი სკოლა აშენდება.

მინისტრი მასწავლებლებთან შეხვედრას განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ზესტაფონის რაიონის მასწვლებლებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა სისტემაში განხორციელებულ სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოს მე-5 დონე შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-5 დონის წიგნები თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წარუდგინა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

ბოლო დროს უპასუხისმგებლო ადამიანების მხრიდან კვლავ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ე.წ ყალბი ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით და რითაც მათი მხრიდან გრძელდება მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგნობრივი ჯგუფების ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.

რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი გაიმართა

ღია გაკვეთილი მერვეკლასელებთან პრეზიდენტის სტიპენდიანტმა სერთიფიცირებულმა პედაგოგმა ქ-ნმა ეთერ ხარბედიამ ჩაატარა. თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ ინტერაქტიულ გაკვეთილში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, მათ როგორც ქართული ლიტერატურის ცოდნა, ასევე თავისუფალი აზროვნებისა და მსჯელობის კარგი უნარი გამოავლინეს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და მანდატურების საჩუქარი მოსწავლეებს

თბილისის სხვადასხვა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის ეროვნულმა სააგანეტომ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა საბავშვო-ანიმაციური რუკები გადასცეს.

შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის თბილისის საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტი წარმატებით დასრულდა.

იუსტიციის სახლს ქართველი პროფესიონალები აშენებენ

თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები დასაქმდნენ. პირველ ეტაპზე მშენებლობაზე 30-მდე ელექტროშემდუღებელი იმუშავებს.

სპორტის პოპულარიცაზია გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც მოზარდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დედაქალაქის 30 საჯარო სკოლას შორის კალათბურთის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.

”Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი რეგისტრაცია ჩატარდა

პროექტში ”Summer Job” მონაწილეობის მსურველთა დამატებითი რეგისტრაცია 4 ივნისს დილის 9 საათზე დაიწყო და ოც წუთში დასრულდა. სტუდენტებისთვის ვაკანტური 1500-ზე მეტი ადგილი იყო შეთავაზებული.

სამინისტროში გამოცდების საორგანიზაციო შტაბის მორიგი სხდომა ჩატარდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროში საორგანიზაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. შტაბის წევრთა განცხადებით, ისევე როგორც საატეტსტო, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს წარმატებით დასრულდება და მის მაღალ დონეზე ჩატარდებას თავად უზრუნველყოფენ.

სტუდენტური ფორუმის მონაწილეები სტუდენტური დასაქმების პროგრამას გაეცნენ

1–6 ივნისს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბათუმში სტუდენტურ ორგანიზაციათა საერთაშორისო ფორუმს მართავს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 35 ქვეყნის 70 სტუდენტური ორგანიზაცია იღებს.