ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალი სკოლა აშენდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა დღეს მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სასწავლო წლის დამამთავრებელი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ”სპორტისა და დაჯილდოვების დღე” ბაქსვუდის სკოლაში ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება.

სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მეტი მოსწავლე მიიღებს

საქართველოსა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2012-2013 სასწავლო წლიდან იზრდება იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ.

მინისტრმა ბავშვთა დღე 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტრადიციულად, თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში მივიდა და მოსწავლეებს საჩუქრები მიუტანა.

ბავშვთა დაცვის დღე მანდატურებმა სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებთან ერთად გაატარეს

მანდატურები და სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უკვე მეორე წელია რაც ერთად აღნიშნავენ. სამტრედიის სკოლა-პანსიონის მოზარდები და მანდატურები დღეს სათაფლიის მღვიმეს ესტუმრნენ.

დიმიტრი შაშკინი ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორს, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველს სამეცნიერო საკითხებში რიტა კოლველს და მასთან ერთად საქართველოში მყოფ დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.

დირექტორების შეხვედრა პრემიერ მინისტრთან

საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და მათთან ერთად შეაჯამეს 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები. შეხვედრას იმ სკოლის დირექტორებიც ესწრებოდნენ, რომელთა მოსწავლეებმაც გამოსაშვებ გამოცდებზე განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენეს.

საატესტატო გამოცდების შედეგები

2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული.

მასწავლებლების გათავისუფლება არ იგეგმება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა გათავისუფლებას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი შაშკინმა დღეს მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ სსიპ-გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს.

გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი განათლების სისტემის წარმომადგენლებს წარუდგინა.

” Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთათვის ხელახალი რეგისტრაცია ცხადდება

2012 წლის 4 ივნისს პროექტ Summer Job-ში მონაწილეობის მსურველი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ხელახალი რეგისტრაცია იწყება. საიტზე www.summerjob.ge რეგისტრაცია დილის 9 საათიდან იქნება შესაძლებელი.

დღეს საატესტატო გამოცდების ბოლო დღეა

30 მაისს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბოლო, მათემატიკის გამოცდას აბარებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების მიმდინარეობას კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა–მათემატიკურ სკოლაში აკვირდებოდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

ხვალ 12 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ახალ ხელმძღვანელს წარადგენს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გააკეთა.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დღეს ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

ქიმიის გამოცდის შემდეგ მეთორმეტეკლასელები დღეს ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დილიდანვე თბილისის მე–60 საჯარო სკოლაში მივიდა და საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას აკვირდებოდა.

განათლების ადმინისტრირების მეორე კონფერენცია

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული განათლების მართვის პროექტის ფარგლებში განათლების მართვის საკითხებზე მეორე წლიური კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 28 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

შეხვედრა საკვირაო სკოლების პედაგოგებთან

მასწავლებლის სახლში საკვირაო სკოლების პედაგოგების ტრენინგები მიმდინარეობს. ქართულის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები სამდღიან ტრენინგს გაივლიან. კვალიფიკაციის ასამაღლებლად საქართველოში სულ 22 ქვეყნის ემიგრანტი მასწავლებელი ჩამოვიდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და უკრაინაში მხცოვრები ქართველი პედაგოგები.

მინისტრი ქიმიის გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო

დღეს მეთორმეტეკლასელები ქიმიის გამოცდას აბარებენ. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა, სადაც ქართველ მოსწავლეებთან ერთად ეთნიკური უკრაინელებიც სწავლობენ.

სამინისტროს თანამშრომლები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით სასულიერო და სამოქალაქო პირები დააჯიდლოვა. მათ შორის არიან საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები.

საატესტატო გამოცდების შუალედური შედეგები

დღეს ფიზიკის გამოცდით 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პირველი კვირა დასრულდა. 42 ათასამდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში უკვე გამოსცადა თავისი შესაძლებლობები.