ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპოლომები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის 2012 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ.

საქართველოს სკოლებში ჭადრაკის სწავლების კომპიუტერული პროგრამა დაინერგება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა და მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა დღეს მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგები დასაჩუქრდნენ

ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს მასშტაბით კიდევ 250-მდე პედაგოგი მიიღებს ათასლარიან ხელფასს. სერტიფიცირებულ პედაგოგთა შორის ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 250-მდე სხვადასხვა საგნის პედაგოგი საუკეთესო 25%–ში მოხვდა და ხელფასი 1000 ლარი გაუხდა.

გეოგრაფიის გამოცდის მიმდინარეობას მინისტრი სომხურენოვან სკოლაში აკვირდებოდა

დღეს, 24 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები გეოგრაფიის გამოცდით გაგრძელდა. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 104-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა, სადაც გამოცდას სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები აბარებენ.

დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აბრეშუმის გზის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში ”ევრაზიის ქვეყნების მდგრადი ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და პერსპექტივა” მიიღო მონაწილეობა.

უცხოელი პედაგოგების საქველმოქმედო აქცია უნარშეზღუდული ბავშვებისთვის

”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის მონაწილე უცხოელი პედაგოგები არასამთავრობო ორგანიზაცია First Step Georgia-ს ცენტრს ესტუმრნენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოინახულეს.

დღეს მეთორმეტეკლასელებმა ისტორიის გამოცდა ჩააბარეს

დღეს, 23 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები ისტორიის გამოცდით გაგრძელდა. გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად კერძო სკოლა ”ოლიმპში” აკვირდებოდა.

დიმიტრი შაშკინი ლიტველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლიტვის განათლების მინისტრს გინტარას სტეპანავიჩუსს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს და როგორც საქართველოს, ასევე ლიტვის განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრეს.

“მხარი დაუჭირე თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოს”

საქართველოს პარლამენტში თემაზე: “მხარი დაუჭირე თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოს” ფოტოგამოფენა მოეწყო. პარლამენტის წევრებთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ფოტოგამოფენასმინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.

განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები მოინახულეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე სოციალურ საწარმო „Auto Life“-ს ესტუმრნენ და ის ახალგაზრდები მოინახულეს, რომლებიც საწარმოში სამუშაო პრაქტიკას გადიან.

დღეს მეთორმეტეკლასელებმა უცხო ენის გამოცდა ჩააბარეს

დღეს, 22 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენის გამოცდით გაგრძელდა. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად რუსთავის №4 საჯარო სკოლაში აკვირდებოდა.

საატესტატო გამოცდების პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ გამოცდების პირველი დღე შეაჯამეს.

საატესტატო გამოცდები online რეჟიმში

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას სახლიდან გაუსვლელად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, www.facebook.com/emis.ge, online რეჟიმში შეგიძლიათ უყუროთ.

დღეს საატესტატო გამოცდები დაიწყო

2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დილის 9 საათზე საქართველოს ყველა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. სკოლები ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

მანდატურთა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ბათუმს ეცნობიან

საერთაშორისო კონფერენციის-,,უსაფრთხო სკოლა” მონაწილე უცხოელი სტუმრები დღეს ბათუმის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. დაათვალიერეს გონიოს ისტორიული ციხე-სიმაგრე, პიაცა, მოინახულეს ახლი მშენებლობები.

მინისტრი ბათუმის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის მოსახლეობას შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

33 ქართველი მანდატური NASRO-ს წევრი გახდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,უსაფრთხო სკოლა’’ მეორე დღეს 33 წარმატებული ქართველი მანდატური დაჯილდოვდა და ყველა მათგანი საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (NASRO) წევრი გახდა. ბენეფიციარი მანდატურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მუშაობენ და განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან.

“უსაფრთხო სკოლა” მანდატურთა საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

19-20 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ეროვნული ასოციაცია (NASRO) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო კონფერენციას მართავს. კონფერენციის - ,,უსაფრთხო სკოლა’’ მიზანია სასკოლო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაცნობა.

მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს

საატეტსტო გამოცდების წინ, 19 და 20 მაისს საატესტატო გამოცდებზე დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის პრეტესტი მიმდინარეობს. საქართველოს 1600-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ორი დღის განმავლობაში 8 სესიად ჩატარდება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან, რომლის ჩაბარებაც საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.

პროფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი” 200 სოციალურად დაუცველი სტუდენტი შეუდგა სწავლას

თანამედროვე სტანდარტების ფოთის პოფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი’’ 7 მაისიდან ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები შეუდგნენ სწავლას.

მინისტრი ქობულეთის პროფესიული კოლეჯის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდა.