სიახლეები

ეროვნული შეფასება ქართულ ენაში ეთნიკური უმცირესობების სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენაში.მინისტრი ბათუმის მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის მოსახლეობას შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ბათუმელ მოსახლეობას მინისტრთან ყველაზე მეტი შეკითხვა მოახლოებულ საატესტატო, ერთიან ეროვნულ და მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებთან დაკავშირებით ჰქონდათსასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 95 მოსწავლე ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრა.
ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის შედეგები
სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა ჩააბარეს. გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა და მასში 1600–ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა.
მანდატურები და მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში
მანდატურებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს. №179 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მანდატურები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა მუზეუმში დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები იხილეს.
პედაგოგთა ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდების შედეგები ცნობილია
წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდა ჩატარდა.სკოლები საატესტატო გამოცდების ჩასატარებლად მზად არის
2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება. საატესტატო გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.მოსწავლეები სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ეცნობიან
ყოველდღიურად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობენ და ბიუროში არსებულ მუშაობის პრინციპებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეცნობიან. ლაბორატორიებში მოსწავლეებისთვის საჩვენებელი ცდებიც ტარდება.
გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” პროექტი გრძელდება
პროგრამაში ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეობის მსურველთა ახალი ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 2012 წლის 20 ივნისს დასრულდება. პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში 2012 წლის 10 სექტემბრიდან გაემგზავრებიან და არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან.შიბლიანელი მოსწავლეებისთვის ახალი სკოლა შენდება
საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სკოლას აშენებს. სკოლის მშენებლობას სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ბაიბურთი და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქუჩის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ბეღურებს“ ესტუმრნენ.
მასწავლებლები გამოცდებისთვის ემზადებიან
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მასწავლებლის სახლში პედაგოგთა ტრენინგები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფიზიკასა და ქიმიაში საგნობრივი ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო.ინგლისურენოვან პედაგოგთა ახალი ჯგუფი საქართველოშია
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ფილიპინებიდან, ირლანდიიდან და მექსიკიდან ჩამოვიდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ”Summer Job-ის” მონაწილეებს შეხვდა
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 300 სტუდენტს დაასაქმებს. დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ და განათლებისა მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პროექტში მონაწილე სტუდენტებს სოფელ წეროვანის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერებინეს.
“საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის” ყრილობა გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის” I ყრილობა გაიმართა, რომელიც აზერბაიჯანელთა ეროვნული გმირის, გეიდარ ალიევის დაბადების დღეს მიეძღვნა.პროფესიულ კოლეჯში ,,იკაროსი” 300 სოციალურად დაუცველი სტუდენტი შეუდგა სწავლას
7 მაისს, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა პროფესიულ კოლეჯში 2500–მა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა სწავლა დაიწყო. თითოეულ მათგანს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა და ამით შესაძლებლობა მიეცა რეაბირიტირებულ, თანამედროვედ აღჭურვილ კოლეჯში შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს.მინისტრმა ვეტერან მეცნიერს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ომის ვეტერან აკადემიკოს შოთა გამყრელიძეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი, პირადად მიულოცა და სჩუქრები გადასცა.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ევროპის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კონკურსები ჩატარდა. დღეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კონკურსებში გამარჯვებულთა ფოტო და ნახატების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა გლდანში მშენებარე კოლეჯი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გლდანში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.რუსთავის იუსტიციის სახლში ”Summer Job-ის” მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრო 320 სტუდენტს დაასაქმებს. დღეს, საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე პროექტის ”Summer Job” მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ.სიახლეები ვერ მოიძებნა.