ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

1000 ლარიანი ვაუჩერებით დაფინანსებულმა სტუდენტებმა დღეს სწავლა დაიწყეს

7 მაისს, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა პროფესიულ კოლეჯში 2500–მა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა სწავლა დაიწყო. თითოეულ მათგანს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა და ამით შესაძლებლობა მიეცა რეაბირიტირებულ, თანამედროვედ აღჭურვილ კოლეჯში შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს.

მინისტრმა ფოთის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა

თანამედროვე სტანდარტების ფოთის პოფესიული კოლეჯი ,,ფაზისი’’ 7 მაისიდან ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში 200 პროფესიულ სტუდენტს მიიღებს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები აქ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლიან.

სოფელ ჩიბათში ახალი სკოლა შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში ახალ სკოლას აშენებს. სკოლის მშენებლობას სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

მანდატურების საქველმოქმედო აქციები გრძელდება

მანდატურებსა და 107 საჯარო სკოლის მოსწავლეებს “თბილისი არტ ჰოლმა“ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა თეატრში „ვაჟა-ფშაველას „სათაგური“ იხილეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მანდატურებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.

პროფესიული სტუდენტების ახალი ნაკადი სწავლას 7 მაისიდან შეუდგება

პრეზიდენტის ინიციატივით წელს პირველად, პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს.

სანზონაში ახალი პროფესიული კოლეჯი ,,მერმისი’’ შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, დავით გურამიშვილის გზატკეცილზე ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება

Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში სტივენ ჰაიკინმა, მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.

მანდატურები მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას განაგრძობენ

სასწავლო დაწესებულების მანდატურები მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას განაგრძობენ. მთელი დღის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას 300 მანდატური ასუფთავებდა.

თბილისის საჯარო სკოლების School Box-ებით აღჭურვა დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების School Box-ებით აღჭურვა მიმდინარეობს. დღეს, დიმიტრი შაშკინი 84-ე საჯარო სკოლაში ტექნიკის შეტანის პროცესს დაესწრო.

მე-100 სკოლაში საკალათბურთო ჩემპიონატი ჩატარდა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას გულსხმობს, თბილისის მე-100 საჯარო სკოლის გოგონათა ნაკრებსა და ზესტაფონის გოგონათა გუნდს შორის კალათბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

გიორგი ჩახნაშვილმა საპატიო დოქტორები დააჯილდოვა

თბილისის ღია უნივერსიტეტმა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქათველოში ჩენ ჯიანფუს და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელს ანჯეი ტიშკევიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

სამინისტროს დელეგაცია მსოფლიო ფონდების საბჭოს სხდომას დაესწრება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიო ფონდების საბჭოს სხდომას დაესწრებიან.

ირინე ქურდაძემ ”ჩაღლარის” ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა გამოცდა ექსპერიმენტულ ნაწილში

წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში აბარებენ. ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით 75 ლარს მიიღებს.

2012 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადება დაიწყო

2012 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების დაკომპლექტება დაიწყო. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე შერჩეულმა VIII-XII კლასის 75-მა მოსწავლემ დღეს შესარჩევი ეტაპი თბილისის №51-ე საჯარო სკოლაში გაიარა.

ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა დაიწყო

დღეს, სერტიფიცირებული პედაგოგები ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით 125 ლარს მიიღებს ხოლო ის, ვინც საუკეთესო 25%-ში მოხვდება ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სასკოლო სესია გაიმართა

28-30 აპრილს თბილისში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია მიმდინარეობს, დღეს სესია სკოლა “ოლიმპი”-ში გაიხსნა და მის მუშაობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე მონაწილეობდა.

პრეზიდენტმა მოსწავლეთა საერთაშოისო ოლიმპიადა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, სასტუმრო ”რედისონში” ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VI საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნეს. ოლიმპიადა სამი დღე გასტანს და მასში 31 ქვეყნის წამომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

”Summer Job”-ის მონაწილეების შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან

სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტრო 2500 სტუდენტს დაასაქმებს. დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და განათლებისა მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე პროექტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ.

სამთავრობო საათი პარლამენტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს, პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტარები განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული სიახლეებითა და მიმდინარე პროექტებით დაინტერესდნენ.