სიახლეები
პრეზიდენტმა განახლებული აგრარული უნივერსიტეტი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია, თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში აგრარული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საატესტატო, სამაგისტრო და სასერტიფიკაციო გამოცდების თარიღები ცნობილია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების განრიგი დაამტკიცა. საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება და 30 მაისს დასრულდება.კერძო სკოლებთან ერთად ახალი პროექტი ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სოციალურად დაუცველი პირველკლასელები ლუკა გულედანი, ალექსანდრე ქუმსიაშვილი და ლიზი ნანავა კერძო სკოლაში მიიყვანეს
საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო გამოცდების დაწყების თარიღი თბილისის 82-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრაზე გააჟღერა - 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება.173-ე საჯარო სკოლას გმირის სახელი ეწოდა
თბილისის №173 საჯარო სკოლას რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის ვახტანგ გზირიშვილის სახელი მიენიჭა. დღეს, ამ ფაქტის ამსახველი მემორიალური დაფა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გახსნეს.
საჯარო სკოლები School Box-ით აღიჭურვება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმის ფარგლებში ახალ პროექტს ანხორციელებს - მალე საჯარო სკოლები სპეციალურად შერჩეული და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი School Box-ით აღიჭურვება.გამწვანების აქცია „დედამიწის დღეს“ მიეძღვნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამწვანების აქცია მოაწყო, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა. აქციაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე მონაწილეობდა.ახალგაზრდა მეცნიერებმა დედამიწის დღეს კონფერენცია მიუძღვნეს
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგინეს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ელექტრო მობილობისა და სხვა სახის ტრანსპორტის დანერგვა და რა შედეგებს მოუტანს იგი ქვეყნის ეკეონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ დარგებს.
მანდატურები მახათას მთაზე ტაძრის მშენებბლობას შეუერთდნენ
სასწავლო დაწესებულების მანდატურები მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში ჩაერთვნენ. 300 მანდატური მთელი დღის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა.ახალი პროექტი ამერიკული კულტურით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის მერიის მთავარ ბიბლიოთეკაში ამერიკისმცოდნეობის ზოგადი კურსი შეიქმნა, რომელიც ორიენტირებულია ამერიკული კულტურით, საზოგადოებითა და ისტორიით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებზე.
საქართველოში რეგიონის მასშტაბით ერთადერთი უნიკალური ლაბორატორია ამოქმედდება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსთან გიორგი ხიზანიშვილთან ერთად, უნიკალური ლაბორატორია გახსნა.მანდატურებისა და სოციალური მუშაკების გადამზადება დაიწყო
ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებისა და მანდატურებისა და სოციალური მუშაკების ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობის მიზნით პოლიციის აკადემიაში ტრენინგები მიმდინარეობს.
მინისტრების შეხვედრა ”Summer Job”-ის მონაწილეებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთში ახალი პროფესიული კოლეჯი გახსნა
ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ ამოქმედდება. გარემონტდა და უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა სასწავლო კორპუსი და სახელოსნოები, სტუდენტებისთვის აშენდა სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ანალოგი ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტში
კავკასიის უნივერსიტეტში ”საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის კვლევითი ცენტრი” გაიხსნა. ცენტრი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული და ორიენტირებულია ბიზნესის გარემოს კუნკურენტუნარიანობის გაზრდაზე
მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილეს ქალბატონ კორნელია პიპერს შეხვდა.
ქართველი მასწავლებლები ევროპის ფორუმიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ევროპის ფორუმზე ქართველი მონაწილეების ნაშრომმა მესამე ადგილი აიღო. ფორუმი პორტუგალიაში გაიმართა და მასზე მთელი ევროპის მასშტაბით 82 პროექტი იყო წარმოდგენილი. საქართველო საუკეთესო ოთხეულში მოხვდაSummer Job”-ის მონაწილეები იმ გარემოს გაეცნენ, სადაც ზაფხულში დასაქმდებიან
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 600-ზე მეტი სტუდენტი სამედიცინო სფეროში დასაქმდება.
17 აპრილიდან ყველა პირველკლასელის ინტერნეტრეგისტრაცია იწარმოებს
2012 წლის 17 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელის ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იყო შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობდნენ, ან მშობლები მუშაობდნენ.
მანდატურებმა აღდგომა მრავალშვილიან ოჯახს მიულოცეს
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ნებიერიძეების ცხრა შვილიან ოჯახს მიულოცეს.პრეზიდენტი პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედაენის დღეს, 14 აპრილს პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ჩართულ პედაგოგებსა და მათ აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს შეხვდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.