სიახლეები
სააღდგომო საჩუქრები მე-200 სკოლის მოსწავლეებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა. მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკონცერტო ნომრები წარუდგინეს.დედაენის დღეს წალკაში ქართული ენის სახლი გაიხსნა
ქვემო ქართლში მეხუთე ქართული ენის სახლი ამოქმედდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ მორიგი ქართული ენის სახლი დღეს წალკაში გახსნეს.
ოზურგეთში განახლებული პროფესიული კოლეჯი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა
ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯს „ჰორიზონტი“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სასწავლო ლაბორატორიები საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, განახლდა სასწავლო პროგრამები, გადამზადდა პედაგოგები.
“გაუფრთხილდი თავს, ნარკოტიკი კლავს” - ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზი
ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებული დევიზის - “გაუფრთხილდი თავს, ნარკოტიკი კლავს” ავტორი თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ოსეფაშვილია.
საქართველოს ბანკი „Summer Job“-ის მონაწილეებს პლასტიკური ბარათებით უზრუნველყოფს
საქართველოს ბანკი სტუდენტთა დასაქმების პროგარამა „Summer Job“-ის მონაწილე 25 000 სტუდენტისათვის პლასტიკურ ბარათებს დაამზადებს.
ჩოხატაურის რაიონში ახალი სკოლა აშენდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლა აშენდა. ამჯერად სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. ახლადაშენებული სკოლა მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ დაათვალიერა.
მინისტრის ინტერვიუ ,,ეხო მოსკვი’’-სთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რადიოსადგურ ,,ეხო მოსკვი’’-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა. ,,ეხო მოსკვი’’-ს ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში რუსული ენის სწავლებით დაინტერესედა.
სკოლებში მანდატურების შესვლიდან ორი წელი გავიდა
ორი წლის წინ საქართველოს სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი ამოქმედდა. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მანდატურებს თავად მიულოცა ორი წლის იუბილე და მათგან ათი საუკეთესო მანდატური პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა, ჯილდო გადაეცა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს ზვიად ხიდიშელსაც.
”ევროპის დღის” აღსანიშნავი კონკურსები იმართება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ქალაქ თბილისის საკრებულო, თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის, ”ევროპის დღის” აღსანიშნავად კონკურსებს აცხადებს.
ოზურგეთელ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ოზურგეთის მე–2 საჯარო სკოლაში ოზურგეთის სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ნდოარ სურგულაძემ სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საქართველოში კიბერუსაფრთხოების სკოლა ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2012 წლის აგვისტოში საქართველოში კიბერუსაფრთხოების სკოლა ამოქმედდება, სადაც ნებისმიერი მსურველი გადამზადდება.თბილისის მერია 10 000 სტუდენტს სხვადასხვა სფეროში დაასაქმებს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო სექტორში 25 000 სტუდენტი დასაქმდება.
ქუთაისის მანდატურებმა სისხლი უანგაროდ ჩააბარეს
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურებმა აქციაში მონაწილეობა მეხუთედ მიიღეს და მსგავს ქველმოქმედებაში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებენ.
„ბლოგერთა სახლის“ პრეზენტაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ვებ-გვერდის www.blogger.ge-ს პრეზენტაცია გამართა. ვებ-გვერდი სამინისტროს ახალი პროექტის „ბლოგერთა სახლის“ კონცეფციის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.
გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრი შენდება. დღეს, მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო.
საატესტატო გამოცდების საცდელი ტესტირებები დაიწყო
2012 წლის 6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში ტარდება. პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე იმუშავებენ და ამით იმ გარემოს გაეცნობიან, რაც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.
105-ე საჯარო სკოლაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
თბილისის 105-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. ღონისძიებას აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ გზირიშვილის დედა ესწრებოდა.
"Summer Job" პროგრამის მონაწილეებთან ხელშეკრულების გაფორმების ვადები
საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებელთან (ელ.ფოსტაში მითითებულ მისამართზე) და ხელი მოწერონ შრომით ხელშეკრულებას. სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო. დირექტორობის მსურველთა კომპიუტიზირებული გამოცდა 2012 წლის 12 აპრილამდე გაგრძელდება.
ლეონარდო და ვინჩი 2012
მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” იწყება. კონკურსი შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს და წაახალისებს, ასევე ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
ავსტრიელი პედაგოგები მასწავლებლის სახლში
საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გასაცნობად, თბილისს ავსტრიელი მასწავლებლები ეწვივნენ. დღეს, მასწავლებლის სახლში ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც განათლების სფეროში გატარდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი.სიახლეები ვერ მოიძებნა.