ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

სასერტიფიკატო გამოცდებზე მასწავლებელთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა

2012 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს 41000 პედაგოგი ჩააბარებს, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს. გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა წელს უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს აქვს.

პირველკლასელთა ინტერნეტრეგისტრაცია დაიწყო

2012 წლის 2 აპრილიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ.

სამტრედიის სკოლა-პანსიონში მანდატურების სტუმრობა გრძელდება

მანდატურებმა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს. მოზარდებს მანდატურებმა და ”ლიბერთი ბანკის” წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.

კონფერენცია მასწავლებლის სახლში

მასწავლებლის სახლში ჩარლზ დიკენსის 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას - „შექსპირიდან დიკენსამდე“ ცნობილი ბრიტანელი ლინგვისტები, მაკმილანის ექსპერტები ლუკ პროდრომო და დეივიდ გიბსონი უძღვებოდნენ.

პროფესიული განათლების სოციალურად დაუცველი სტუდენტები სწავლას პირველი მაისიდან შეუდგებიან

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და მათთვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გადაცემა 2012 წლის 20 მარტიდან დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველი სტუდენტები რეგისტრირდებიან.

ეროვნულ გამოცდებზე სომეხ და აზერბაიჯანელ აბიტურიენტთა ორჯერ მეტი რაოდენობა დარეგისტრირდა

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2011 წელთან შედარებით ორჯერ მეტი სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წელს, ათასობით სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტი არჩევანს ახალ პროგრამაზე აკეთებს, მაშინ როდესაც პროექტის დასაწყისში მხოლოდ 3-4 მსურველი იყო.

ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

საქართველოში პირველად, ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი ინკლუზიური განათლების ძირითადი მიმართულებების განხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.

მინისტრმა ნორვეგიელ სტუმრებს ქართული რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილეს ელიზაბედ დაჰლეს და ნორვეგიის ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანში ელინგ შონსბერგს შეხვდა.

მინისტრი პროგრამა ”Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდა

დიმიტრი შაშკინი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული და წელს პირველად ხორციელდება.

მთავარი უცხო ენა ინგლისური გახდა

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია, ხოლო რუსული ენა მხოლოდ 17-მა პროცენტმა, 7%-მა არჩევანი გერმანულ ენაზე, 3%-მა კი, ფრანგულ ენაზე გააკეთა.

სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ

სერტიფიცირებისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დასრულებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი საბოლოოდ არის დარეგისტრირებული.

მინისტრი ანტიკრიზისულ საბჭოში

ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მოუსმინეს, რომელმაც სისტემაში გატარებულ და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის 2012 წლის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა.

გამოცდებზე დარეგისტრირების პროცესი დასრულდა

მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებზე online რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე 41 000 მსურველი დარეგისტრირდა, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს.

სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულმა პარლამენტმა დეკლარაცია მიიღო

პროექტის „დემოკრატია იწყება შენით“ ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა მეორედ ჩატარდა. საქართველოდან და სომხეთიდან არჩეულმა მოსწავლეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელსაც ისინი მოგვიანებით ბრიუსელში, ევროპარლამენტში წარადგენენ.

საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ი (ელექტრონული კატალოგი) შეიქმნა. კატალოგში შესულია დეტალური ინფორმაცია საჯარო სკოლების შესახებ.

დიმიტრი შაშკინი ბრაზილიელ სენატორს შეხვდა

რეფორმების გასაცნობად ამჯერად, საქართველოში ბრაზილიელი სენატორი კრისტოვამ ბუარკე ჩამოვიდა. სენატორს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა და განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები პირადად გააცნო.

ქართული ენის სწავლება სომხურენოვანი დირექტორებისათვის

საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია და ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. ჟვანიას სკოლაში 82 დირექტორი ამჟამად, ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსს გადის.

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრში ვაუჩერების გაცემა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების რამდენიმე მსურველს 1000 ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა.

ქუთაისში მასწავლებლის სახლი გაიხსნა

კიდევ ერთი მასწავლებლის სახლი საქართველოში - ქუთაისის მასწავლებლის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენრტის დირექტორთან, გია მამულაშვილთან ერთად გახსნა.

პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება გრძელდება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პროფესიული განათლების ცენტრ „იკაროსს“ ეწვივნენ.

საგანმანათლებლო ინტერნეტ თამაშის ”სასამართლო” პრეზენტაცია გაიმართა

სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საჯარო ლექციას და საგანმანათლებლო ინტერნეტ თამაშის ”სასამართლო” პრეზენტაციას დაესწრნენ.