ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

მოსახლეობის 46% თვლის, რომ განათლების კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა

NDI-ის დაკვეთით საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ, - საზოგადოების განწყობა საქართველოში, განათლების კუთხით შემდეგი შედეგები მოგვცა:

ტექნიკური უნივერსიტეტი ანტინარკოტიკულ კამპანიაში

საქართველოში მიმდინარე ანტინარკოტიკულ კამპანიაში უმაღლესი სასწავლებლები ერთვებიან. დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ანტინარკოტიკული აქცია, სიმბოლური სახელით - “sport VS drugs” გაიმართა.

კახეთის რეგიონში პირველი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა გაიხსნება

ახალი სასწავლო წლიდან თელავში ფიზიკა-მათემატიკის სპეციალიზირებული სკოლა გაიხსნება. სკოლა თელავის № 3 საჯარო სკოლის ბაზაზე ამოქმედდება და მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

,,Summer job’’-ის რეგისტრაციის სტატისტიკა

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ,,Summer job’’-ის რეგისტრაცია სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს პროგრამაში დარეგისტრირებისთვის ერთვიანი პერიოდი ჰქონდათ გამოყოფილი, ვაკანტური სამუშაო ადგილები თითქმის ერთ დღეში შეივსო.

დიმიტრი შაშკინმა სოციალურად დაუცველებს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების მსურველ სოციალურად დაუცველებს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

დღეიდან სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან პროექტში ”სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე” მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - www.summerjob.ge-ზე მიმდინარეობს და 20 მარტიდან 20 აპრილამდე გაგაგრძელდება.

კოკა სეფერთელაძე ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

პრეზიდენტმა სტუდენტებს ახალი პროექტების დაწყება მიულოცა

მიხეილ სააკაშვილი უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა და საზაფხულო დასაქმების პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პრეზიდენტმა,ასევე უმნიშვნელოვანესი უწოდა პროფესიული განათლების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლას.

20 მარტიდან პროგრამა ”Summer Job"-ზე დარეგისტრირება იწყება

2012 წლის 20 მარტიდან საიტზე - www.summerjob.ge პროექტის ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” მონაწილეთა დარეგისტრირება იწყება.

პროფესიული განათლებისთვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემა დაიწყო

19 მარტიდან პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება იწყება. პროფესიული განათლების მიღების მსურველები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.

ფიზიკაში სასერტიფიკაციო გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია გაიმართა

2012 წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და დამატებით 75 ლარს მიიღებენ.

ტრენინგი - „არაფორმალური განათლების აღიარება“

სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი პროფესიული განათლების განვითარებაა. შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ხელშეწყობას გეგმავს.

მანდატურების ინიციატივით წამოწყებული ხელოვნების კვირეული გრძელდება

მანდატურების ინიციატივით მოსწავლეებისთვის ხელოვნების კვირეული გრძელდება. №24 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ.

მინისტრის სამუშაო შეხვედრა დირექტორებთან

საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პირველკლასელთა რეგისტრაცია, საატესტატო გამოცდები და არდადეგების პერიოდში სკოლების რეაბილიტაცია იყო.

სოფელ ხოვლეში ახალი სკოლა შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში შენობის საძირკველში კაფსულის ჩაშვებით, კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

დიზაინის საერთაშორისო სკოლა საქართველოში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დიზაინის საერთაშორისო სკოლა ამოქმედდება, რომელიც ერთადერთი იქნება კავკასიის რეგიონში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებების დიზაინერებად მოამზადებს.

ლოგოსა და დევიზის კონკურსი ანტინარკოტიკული კამპანიისთვის

ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეების ჩართვა ანტინარკოტიკულ კამპანიაში.

დიმიტრი შაშკინი მეთორმეტეკლასელ აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდას გულისხმობს, გრძელდება.

ანტინარკოტიკული კამპანია გრძელდება

თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები სტუდენტებსა და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

ყირგიზეთის განათლების მინისტრი საქართველოს გამოცდილებას ეცნობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზეთის განათლების მინისტრს კანატ სადიკოვს შეხვდა და საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები პირადად გააცნო.

დიმიტრი შაშკინი აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებული და სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით, საქართველოში ევროპაში ერთადერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია ფუნქციონირებს, სადაც უნიკალური კვლევითი სამუშაოების ჩატარებაა შესაძლებელი.