სიახლეები

ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა მასტერ კლასი ჩაატარა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა პროფესორ-მასწავლებლები საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში ლექციებს კითხულობენ და პრაქტიკულ მეცადინოებებს ატარებენ.
მანდატურების ინიციატივით ხელოვნების კვირეული დაიწყო
მანდატურების ინიციატივით მოსწავლეებისთვის ხელოვნების კვირეული დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში მანდატურები და სხავდასხვა სკოლის მოსწავლეები მუზეუმებს ესტუმრებიან.
ფორუმი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, მეორე წელია ”ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობის პროექტს” ახორციელებს.დიმიტრი შაშკინმა წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმატებით დასრულდა სამინიტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა ატესტაციის პროცესი. გენერალური ინსპექციის ყველა თანამშრომელმა წარმატებით ჩააბარა საატესტაციო გამოცდები, საუკეთესო ექვი თანმშრომელი მინისტრმა პირადად დააჯილდოვა და სამკერდე ნიშნები გადასცა.
პროექტის ”ათასწლეულის გამოწვევა” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბათუმში საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოში 25 წამყვანი უცხოური საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ.
სამართლებრივი ოლიმპიადა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს, სამართლებრივი ოლიმპიადა გაიმართა.
საგარეჯოს რაიონში ენის სახლი გაიხსნა და ორი სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ქართული ენის სახლი გახსნა და კაფსულების ჩაშვებით ორი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მასშტაბი გაიზარდა
2010 წლიდან ორგანიზაცია PH International საქართველოში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს. პროექტი, რომლის მიზანია სასკოლო სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლება და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება.
მასწავლებლის სახლში ტრენინგები გრძელდება
მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს საგნობრივი, პროფესიული უნარებისა და ლაბორატორიული ნაწილის ტრენინგებს დაესწრო.
საქველმოქმედო გამოფენა-აქცია კლასიკურ გიმნაზიაში
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ფოტონამუშევრების გამოფენა – კონკურსი გაიმართა. კონკურსი საქველმოქმედო აქციით დასრულდა და ფოტოების გაყიდვით შემოსული თანხა, საქართველოს ონკო–ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის ანგარიშზე, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხა.
კონკურსის ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება
საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კონკურსში ”Imagine Cup”. კონკურსში გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. კონკურსის თემაა სამყარო, სადაც ტექნოლოგია ჩართულია მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ანტინარკოტიკულ კამპანიაში
საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან და პროკურატურასთან ერთად, ანტინარკოტიკულ კამპანიაში თბილისის მერიაც ჩაერთო. დღეს, სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ”Summer Job” საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრნენ.
თსსუ-ში 21 ცნობილი უცხოელი პროფესორი ლექციებს წაიკითხავს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა პროფესორ-მასწავლებლები ლექციებს საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში წაიკითხავენ.
სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ახალი პროგრამები ამოქმედდება
საქართველოს პრეზიდენტის ინიციტიავით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროები სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ახალ პროგრამებზე იწყებენ მუშაობას.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური მიმდინარეობს
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური შაბათს, 3 მარტს ქიმიის ოლიმპიადით დაიწყო - 2012 წელს პირველად, ქიმიისა და ფიზიკის ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილეები გარდა თეორიულინაწილისა სასწავლო ლაბორატორიებში პრაქტიკულ ნაწილსაც შეასრულებენ.
მანდატურები და მოსწავლეები კინოსა და თეატრის მუზეუმში
მანდატურებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს. №39, №74 საჯარო სკოლებისა და №1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები საქართველოს კინოსა და თეატრის ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ. მოზარდებმა მუზეუმში დაცული უძველესი ექსპონანტები დაათვალიერეს.
მინისტრმა დედის დღე წარმატებულ პედაგოგს მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი 171-ე საჯარო სკოლის ქიმიის სერტიფიცირებულ მასწავლებელს, დამსახურებულ პედაგოგს, მზია კვინტრაძეს სახლში ეწვივნენ, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
საქართველო განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
3 და 4 მარტს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012-ი იმართება, სადაც ევროპის საგანმანათლებლო ინსტიტუტები მათ სტანდარტებზე, კურსებზე, საცხოვრებელ პირობებსა და დამატებით აქტივობებზე სრულ ინფორმაციას წარმოადგენენ.
საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტი სტუდენტებს ქვეყნის ახალ გამოწვევებზე ესაუბრა და უმაღლესი განათლების კუთხით დაგეგმილი ახალი ინიციატივები გააცნო.
სამინისტროში მიხეილ ალექსიძესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხულ მოსწავლესთან მიხეილ ალექსიძესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მენიერების სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.სიახლეები ვერ მოიძებნა.