ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

განათლების სფეროს წარმომადგენლები ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ პროცესში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მიიღეს მონაწილეობა.

მინისტრმა საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია გახსნა. ახალ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპერიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება

ამოქმედდა ელექტრონული გაზეთი mascavlebeli.ge

განათლებისა და მეცნერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პირველად საქართველოში ახალი ელექტრონული საგანმანათლებლო გაზეთი შექმნა.

გამარჯობა, მე თინი ვარ და მე მასწავლებელი ვარ!

ახალგაზრდები, ენერგიულები, გამბედავები - ეს სამი სიტყვა აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოს რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობებს ქართულს ასწავლიან.

მინისტრმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლესი სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიებს გაეცნო და ბიუროს ხელმძღვანელთან, გიორგი ხიზანიშვილთან ერთად სტუდენტებს შეხვდა.

ბათუმი უნივერსიტეტების პრეზიდენტების ევროპულ ასოციაციას მასპინძლობს

25-27 თებერვალს სასტუმრო ”რედისონ ბათუმში” უნივერსიტეტების პრეზიდენტების ევროპული ასოციაციის (IAUP) კონფერენცია გაიმართა

კრიმინალისტიკის ლაბორატორია – მომავალი იურისტების სამსახურში

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში კრიმინალისტიკის ლაბორატორია ამოქმედდა, სადაც რეალურ სიტუაციებთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობებია. ლაბორატორია დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.

”ქართული კალიგრაფიის კონკურსი” გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, „ქართული კალიგრაფიის’’ კონკურსი ტარდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, სტუდენტებს და საქართველოს მოქალაქე სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ემიგრანტ ქართველებს.

edublog.ge - განათლების სფეროს ბლოგერთა პირველი საიტი

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ფუნქციონირება ახალმა საიტმა დაიწყო. www.edublog.ge პირველი საიტია, რომელიც საკუთარ მკითხველს მხოლოდ განათლების სფეროს შესახებ არსებულ ბლოგებს სთავაზობს.

საქართველოს გამოცდილებას უცხოელები გაეცნენ

”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012-ის” მონაწილე უცხოეთის ქვეყნების სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლები საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების გასაცნობად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და გაცვლითი პროგრამების ამოქმედების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს შეხვდნენ.

1921 წლის თებერვალი მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, ოკუპაციის თემაზე მორიგი შეხვედრა „მწვანე სკოლაში“ გაიმართა. მოსწავალეებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა 1921 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და რუსეთის მიერ საქართველოში განხორიციელებულ აგრესიაზე ერთობლივად იმსჯელეს.

„ოკუპაციის კვირეულს“ მანდატურები შეუერთდნენ

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, გორის მანდატურებმა ერთი დღე ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებთან ერთად გაატარეს. მანდატურები და ბავშვები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ სადაც მათ 48100-ზე მეტი ექსპონანტი დაათვალიერეს.

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა დაჯილდოება და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში პროექტების კონკურსში ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” გამარჯვებული სკოლებისა და მათი მოსწავლეების დაჯილდოება და მე-12 კლასის მოსწავლის, ავთანდილ სოფრომაძის, ისტორიული ნაშრომის ”სისხლიანი აგვისტო” პრეზენტაცია გაიმართა.

მეექვსე საავტორო სკოლაში რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართა

მეექვსე საავტორო სკოლის გურამ რამიშვილის სახელობის სასწავლო-შემოქმედებითმა ლაბორატორიამ თავისი პირველი პრეზენტაცია 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემას მიუძღვნა.

მოსწავლეებმა იუნკერები გაიხსენეს

თბილისის იუნკერთა სახელობის №52 საჯარო სკოლაში 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა.

პირველი ლედი სამტრედიის №11 საჯარო სკოლაში

საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ირინე ქურდაძესთან ერთად სამტრედიის №11 საჯარო სკოლას ესტუმრა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის “Don’t Worry, Be Healthy!”-ს ფარგლებში მე-4, მე-10 და მე-11 კლასელებთან შეხვედრა გამართა

აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილები ნეთბუკებით დასაჩუქრდნენ

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს უმასპინძლა. მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ მე-2, მე-3 კლასელ წარჩინებულ 19 მოსწავლეს საჩუქრად ნეთბუკები გადასცა.

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები ექსპერიმენტულ ნაწილში გადამზადდებიან

2012 წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და დამატებით 75 ლარს მიიღებენ.

70 მსხვილბიუჯეტიანი სამეცნიერო პროექტი დაფინანსდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მორიგ ახალ 70 სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს.

”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012” გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიისა და საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას ორგანიზებით ”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012” იმართება. გამოფენა დღეს მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა. მიმდინარე წლის 23-26 თებერვალს საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში საქართველოს 81 საგანმანათლებლო დაწესებულება და 13 უცხოური უნივერსიტეტი, კოლეჯი და უმაღლესი სკოლა თავის პროგრამებს წარმოადგენს და მათ ფართო საზოგადოებას გააცნობს.

სკოლებში ”ოკუპაციის კვირეული” გრძელდება

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა.