სიახლეები

მანდატურები და კომპანია „ლუკოილ ჯორჯია“ ჩვილ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა და კომპანია „ლუკოილ ჯორჯიამ“ ჩვილბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.
”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ორგანიზებული ”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება და მას 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის განცხადებით, XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს.
კონკურსი ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სასკოლო პროექტების კონკურსს - ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” ატარებს.
სამინისტროს ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” (EMIS) ახლადშექმნილი სსიპ-ის სტრუქტურისა და არსებული და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტის ყველა პირველკურსელი დასაჩუქრდა
”კავკასიის უნივერსიტეტის” 450 პირველკურსელს “თიბისი ბანკის” სათაო ოფისის საპრეზენტაციო დარბაზში, საზეიმო ვითარებაში ნეთბუქები გადაეცათ. კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველა პირველკურსელი ამ საჩუქარს უკვე მეოთხე წელია ტრადიციულად იღებს.
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ”წითელი ყაყაჩოს” აქცია იმართება
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, რუსეთთან ომში დაღუპული გმირების მოსაგონრად ”წითელი ყაყაჩოს” აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში მოსწავლეები წითელ ყაყაჩოს დაიბნევენ და ამით პატივს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიაგებენ.
სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადება დაიწყო
მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები მიმდინარეობს. პედაგოგებს ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა იმ საგანში უტარდებათ, რომლებშიც მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.
„ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში ფილმის ჩვენება გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახორციელებს. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს 1921, 2008 წ/წ-ში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე.
სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში სახელმწიფო უწყებები ერთვებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” სახელმწიფო უწყებები ერთვებიან.
მანდატურები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების გამოფენას დაესწრნენ
პროფესიულ სასწავლებელ „იკაროსში“ №198 სკოლის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ნამუშევრები, თიხისა და თექისაგან დამზადებული სამკაულები, სათამაშოები, ნახატები, საეკლესიო ნივთები.
სამინისტროს საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოსწავლეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეს შორენა გიგაშვილს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
ეროვნული სამეცნიერო ფონდი საკონფერენციო გრანტების კონკურსს აცხადებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, კონგრესებს, ფორუმებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს დააფინანსებს. დასაფინანსებელი პროექტები სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგად გამოვლინდება.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ეროვნულ გამოცდებზე
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისებას გულისხმობს გრძელდება.წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია გაიმართა
მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენციის მიზნით, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სახელმძღვანელო "ჩემი უფლებები და მოვალეობები" შეიქმნა.
დიმიტრი შაშკინი აშშ-ს კონგრესის თავმჯდომარეს ჯონ ბეინერს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ამერიკის კონგრესში გამართა. მინისტრი კონგრესის თავმჯდომარეს, სპიკერს ჯონ ბეინერს შეხვდა.
მინისტრის შეხვედრა ბარი ჯექსონთან
ამერიკის კონგრესში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, დიმიტრი შაშკინი ამერიკის კონგრესის თავმჯდომარის აპარატის უფროსს ბარი ჯექსონს შეხვდა.
მინისტრის შეხვედრა ამერიკის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსთან სტივ შაბოტშთან შეხვედრაზეც საუბრის მთავარი თემა საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები იყო.
დიმიტრი შაშკინი რესპუბლიკელ კონგრესმენს მაიკ კელის შეხვდა
საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ კელი ამერიკის კონგრესის შენობაში დიმიტრი შაშკინთან პირისპირ შეხვედრისას.
მინისტრის შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის კომიტეტის ხელმძღვანელ ჯინი შმიდტთან
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართული შეხვედრების ფარგლებში, დიმიტრი შაშკინმა ევროპისა და ევრაზიის კომიტეტის ხელმძღვანელ ჯინი შმიდტთან გამართა შეხვედრა.
ინგლისურენოვან მოხალისე პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
დიმიტრი შაშკინმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მოადგილეს განათლებისა და კულტურის დარგში ანა სტოკს შეხვდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.