ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

სტუდენტთა დასაქმების პროექტში კერძო სექტორი აქტიურდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” ბიზნეს ორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთნენ.

დიმიტრი შაშკინმა “Associated Press”-ს ინტერვიუ მისცა

აშშ-ში ვიზიტად მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ”Associated Press”-ის ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩაწერეს. დიმიტრი შაშკინმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემაში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

ქართული მანდატურის სამსახური NASRO-ს წევრი გახდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურების სამსახური ამერიკის სკოლის მანდატურის საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (NASRO-ს) წევრი გახდა.

დიმიტრი შაშკინმა IRI-ის ოფისში შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სათაო ოფისში გამართა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

ESL certified-თან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია მინისტრის დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” და ორგანიზაცია ESL certified – Banaoco International-ს შორის შეთანხმებას.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მომავლის კლასი“ ამჯერად, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში გახსნა. ,,მომავლის კლასი’’ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული „ჭკვიანი“ დაფა და სენსორული მონიტორები.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 13 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაციას აცხადებს. გამოცდებზე დარეგისტრირება ყველა საგნის პედაგოგს შეუძლია.

ხვალ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაცია იწყება

ხვალ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელი მასწავლებლებისთვის რეგისტრაციას გამოაცხადებს. პედაგოგთა რეგისტრაცია 13 თებერვლიდან დაიწყება და 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ

მანდატურები მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვივნენ. მოხუცებულთა თავშესაფარ „კათარზისში“ მანდატურებმა 20-მდე მოხუცებული მოინახულეს. მოხუცებულთან ერთად მანდატურებმა მთელი დღე გაატარეს და ღონისძიების ფარგლებში მოხუცებულებს საჩუქრები გადასცეს.

50 წარმატებულ მანდატურს სერთიფიკატი გადაეცა

თბილისის 50 მანდატურს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გადამზადება, სერტიფიკატები გადაეცათ. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გადამზადების კურსები შსს აკადემიაში გაიარეს.

მასწავლებლებმა ტრენინგი დიდ ბრიტანეთში გაიარეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ინგლისური ენის მასწავლებლებმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ინგლისში გაიარეს.

20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში ერთდროულად 20 000 ადამიანს ჩაუტარდება უფასო ტრენინგები.

თანამშრომლობის მემორანდუმი 34 სკოლასთან

”კავკასიის უნივერსიტეტმა” 34 საჯარო და კერძო სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სკოლის პედაგოგთა სასერტიფიკატო კურსების ორგანიზებას და დაეხმარება სკოლებს ვებგვერდების შექმნასა თუ სრულყოფაში.

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული Online რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყო და 9 მარტის ჩათვლით გასტანს. ელექტრონული რეგისტრაცია პირველად გასულ წელს ჩატარდა.

ნიკა გილაურმა ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ გახსნა. ნიკა გილაური მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო ტექნიკით აღჭურვილ ულტრათანამედროვე ,,მომავლის კლასს’, სადაც ინტერაქტიული სმარტდაფა და მონიტორებია დამონტაჟებული.

დიდთოვლობის გამო საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2012 წლის 9 თებერვლიდან შეჩერდება და 2012 წლის 13 თებერვალს განახლდება.

მინისტრი აბიტურიენტთა Online რეგისტრაციას №72 სკოლაში დაესწრო

აბიტურიენტთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა წელს პირველად სრულად ამოქმედდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეთორმეტეკლასელთა Online რეგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №72 საჯარო სკოლაში დაესწრო.

თსუ-ში ზოოლოგიის მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი ბიბლიოთეკა გახსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო ოთახები და სპეცსაცავები. განახლებული ბიბლიოთეკა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნეს.

მინისტრი მას-მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გუდაურში მას-მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ განხორციელებული სიახლეები და ახალი სამოქმედო გეგმა გააცნო.

მანდატურები რუსთავის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

რუსთავის სკოლების მანდატურები რუსთავის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და მოზარდებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს და საკუთარ წარმატებებზე და მიზნებზე ესაუბრნენ.