სიახლეები

მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო სკოლები მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დიდთოვლობასთან დაკავშირებული პრობლემების გასაცნობად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო სკოლები მოინახულა.
სამინისტროსა და ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” მმართველმა ანა თაქთაქიშვილმა თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საქართველო იუნესკოში განათლების საბჭოს ვიცე პრეზიდენტ ქვეყანად მეორედ აირჩიეს
საქართველო იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს მმართველი საბჭოს ვიცე პრეზიდენტ ქვეყნად მეორე ვადით აირჩიეს. ეს არის საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და მიღწევების პირდაპირი აღიარება ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორიც იუნესკოა.
სტუდენტთა მობილობის პროცედურა დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტთა მობილობის პროცედურა გამარტივდა და 2012 წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადა 3 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა.
პროფესიულ კოლეჯში ”იკაროსი” დამსაქმებელთა ფორუმი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე პროფესიული კოლეჯის ”იკაროსისა” და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დამსაქმებელთა ფორუმს დაესწრო.
დიმიტრი შაშკინი 175-ე საჯარო სკოლაში სპორტის გაკვეთილს დაესწრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საცურაო აუზზე, სპორტის გაკვეთილის ფარგლებში ორგანიზებულ უმცროსკლასელთა შეჯიბრებას დაესწრო და გამარჯვებული მოსწავლეები დაასაჩუქრა.
საქართველო გამოცდილებას ფიჯის რესპუბლიკას უზიარებს
ფიჯის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ფიჯის რესპუბლიკას საქართველოში წარმოებული 200 ნეტბუკი საჩუქრად გადასცეს.
ქართველი მასწავლებლები ევროპის ფორუმზე გაემგზავრებიან
საქართველოს სკოლების პირველი კლასის მასწავლებლები, რომლებიც ”ბუკის” გამოყენებით წარმართავენ სასწავლო პროცესს, კომპანია ”მაიკროსოფტ საქართველოს” მიერ ორგანიზებულ ინოვაციური პროექტების კონკურსში ”საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012 (Partners in Learning Georgian Forum 2012)” მიიღებენ მონაწილეობას.
ახალი პროექტი ტრეფიკინგის პრევენციასთან დაკავშირებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შვეიცარიის ურთიერთთანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ოფისისა (SDC) და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ორგანიზებით, პროექტი „განათლების დახმარებით ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში“ იწყება.
სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში კერძო სექტორი ჩაერთვება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ინგლისურენოვანი პედაგოგები საქართველოში ჩამოსვლას განაგრძობენ
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი სამედიცინო უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აკადემიური პერსონალის გადამზადების ცენტრი გაიხსნება, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში გაივლიან სტაჟირებას და სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიას დაეუფლებიან.
სამუშაო შეხვედრა მანდატურებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ბაკურიანში გამართულ სემინარზე თბილისის სკოლების 100-მდე მანდატურს შეხვდა.
გამოფენა მასწავლებლის სახლში
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებლის სახლში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწო.
საქართველოში ამინდის კლიმატური კალენდარი შეიქმნა
ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს კლიმატური პირობების წინასწარ დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს და ცალკეული რაიონების ამინდის კლიმატური კალენდარი შექმნეს.
გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება. დღეს, განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მინისტრმა პროფესიული კოლეჯების დაფინანსების ახალი მოდელი წარადგინა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიული კოლეჯის ”სპექტრი” ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ პროფესიული კოლეჯების დაფინანსების ახალი მოდელი წარუდგინა.
ხელოვნების მიმართულების პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ესთეტიკური აღზრდის პედაგოგთა საგნობრივ საგამოცდო პროგრამებზე მუშაობენ და იმ კრიტერიუმებს ადგენენ, რაც ამ დისციპლინების პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდაზე მოეთხოვებათ.
წლის ბოლომდე ასი ახალი ”მომავლის კლასი” გაიხსნება
თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ”მომავლის კლასში” გეოგრაფიის საჩვენებელი გაკვეთილი რუსთავის №24 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ჩატარდა. ინტერაქტიული გაკვეთილი კლასში დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
“Skoool საქართველო”- ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №143 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი ელექტრონული სასწავლო პროგრამა ”Skoool საქართველო” წარუდგინა.
მოხალისე პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეთა მეორე ნაკადი გადამზადებას გადის. ერთკვირიანი ტრენინგის შემდეგ მოხალისე პედაგოგები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გაემგზავრებიან და არაქართულენოვან სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ქართულ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.სიახლეები ვერ მოიძებნა.