ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

აჭარელ მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ”ხორუმი” მალტაშია

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ბათუმის ხალხური ცეკვის მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსაბლი „ხორუმი“ რამდენიმე კვირის წინ მალტაში გაემგზავრა.

მასწავლებლების ტრენინგი ქუთაისში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ტრენინგს დაესწრნენ.

დიმიტრი შაშკინი სპორტის მასწავლებლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე სპორტის მასწავლებელს შეხვდა და მათ სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სიახლე გააცნო

თსუ–ში სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ–ის სამეცნიერო–პოპულარული ორენოვანი ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

მასწავლებლები გადამზადებას ინგლისში გაივლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის პედაგოგები დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ.

სამინისტრო გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. განათლების სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მიმდინარეობს

2011-2012 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა 200 ათასამდე მოსწავლე ჩაერთო. ოლიმპიადის პირველი ტური სკოლებში ჩატარდა. ამჯერად მეორე ტური მიმდინარეობს.

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ინგლისში გაემგზვრნენ

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შვიდი მეთორმეტეკლასელი ორი კვირით ლონდონში გაემგზავრა, სადაც ისინი New College Nottingham-ში სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამით ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.

მინისტრი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მეორე სასწავლო სემესტრის დაწყება და სწავლის განახლება კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს მიულოცა და რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი დაათვალიერა.

ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ჭადრაკის დიდოსტატმა გარი კასპაროვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი საქართველოში მოზარდთა ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განმავითარებელი სპორტის სახეობის - ჭადრაკის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

ესთეტიკური აღზრდის პედაგოგებისთვის საგამოცდო პროგრამები იქმნება

მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამების მომზადების მიზნით, სპეციალურმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა. კომისიის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კულტურის მინისტრი ნიკა რურუა შეხვდნენ.

მინისტრი რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში რუსეთის აკადემიური წრეების, სხვადასხვა ტიპის უფლებადაცვითი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნირების სფეროში განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი.

პრეზიდენტმა ნოქალაქევის ახლადაშენებული სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს. სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, ინვენტარით და სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.

მსოფლიოს პირველმა დიზაინერმა სტუდენტებს მასტერ კლასი ჩაუტარა

მსოფლიოში ცნობილმა იტალიელმა სამრეწველო დიზაინერმა ჯორჯეტო ჯუჯარომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. საუკუნის დიზაინერმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატების მიღწევის გზებზე ესაუბრა.

საქართველოში დიზაინის საერთაშორისო სკოლა ამოქმედდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საუკუნის სამრეწველო დიზაინერი, საავტომობილო დიდების დარბაზის (Automotive Hall of Fame) წევრი იტალიელი ჯორჯეტო ჯუჯარო იმყოფება, რომელსაც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სახელძღვანელოს მე-4 დონე შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-4 დონის წიგნები თბილისის 104-ე სომხურენოვან სკოლას თავად გადასცა.

კოკა სეფერთელაძემ ფოტო-კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ფოტო-კონკურსში ”ახალი წელი სკოლაში” გამარჯვებულები დააჯილდოვა. თბილისის №51, №24 და №10 საჯარო სკოლებს სამინისტროსგან საჩუქრად Smart-Board-ები გადაეცათ.

საქართველოში ინგლისურენოვან პედაგოგთა მორიგი ნაკადი ჩამოვიდა

პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.

ანსამბლ ”Candy”-ის წევრები ინგლისში ენის კურსებზე გაემგზავრნენ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე გამარჯვებული ქართული ჯგუფი “Candy”-ის წევრები ინგლისში New College Nottingham-ში ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.

მანდატურებმა ახალი წელი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მიულოცეს

მანდატურები იაშვილის კლინიკაში არსებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ და ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს. მანდატურებმა ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.

საქართევლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების წესის შემოღება ვაუჩერული დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობას უკავშირდება, რომელიც როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გამორიცხავს.