ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

საახალწლო საჩუქრები მრავალშვილიან მეცნიერს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მრავალშვილიან მეცნიერს ძველი ახალი წელი მიულოცეს.

მინისტრმა №126 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის №126 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

სპორტის პედაგოგები საგნობრივი გამოცდების ჩაბარებას შეძლებენ

სპორტის მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამები მომზადდება. ამ მიზნით, სპეციალურმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეთა მეორე ნაკადს შეხვდა. პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.

”კახეთის განვითარების პროექტში” პროფესიული კოლეჯი ”აისი” ჩაერთვება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ”კახეთის განვითარების პროექტის” ფარგლებში, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში ”აისი” კონფერენცია გაიმართა, რომელზეც კახეთში ტურიზმის განვითარებისა და ამ პროცესში კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

პრეზიდენტის საჩუქარი ანსაბლ „ხორუმის“ წევრებს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ბათუმის ხალხური ცეკვის მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსაბლი „ხორუმი“ მალტაში გაემგზავრა.

მანდატურებმა ახალი წელი სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს მიულოცეს

მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს. ახალიწელი მანდატურებმა მოზარდებთან ერთად გაატარეს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

მინისტრმა შობა ინგლისური ენის მასწავლებელს მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 173-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს მაია ქემოკლიძეს შობა მიულოცა და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა.

მანდატურებმა შობა №200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს მიულოცეს

მანდატურებმა №200 საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს, შობა მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს და საახალწლო წარმოდგენაგამართეს .

პირველკლასელებმა ცოდნის მაღალი დონე აჩვენეს

პირველკლასელთა ცოდნის შემოწმების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინგლისურსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში ეროვნული შეფასება განახორციელა. პირველადი შედეგების თაობაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა.

მინისტრმა 2012 წელი გარდაბანში მოღვაწე მოხალისე პედაგოგს მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ქართული ენის მოხალისე მასწავლებელს თეონა აბულაძეს ოჯახში ეწვივნენ და ახალი წელი პირადად მიულოცეს.

მინისტრმა ახალი წელი უცხოელ მოხალისე მასწავლებელს მიულოცა

საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდას საჯარო სკოლის უცხოელ მოხალისე მასწავლებელს ბრიტანი თოლარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახლში ეწვია და ახალი წელი პირადად მიულოცა.

საახალწლო ნაძვის ხე ომში დაღუპულ გმირთა შვილებისთვის

დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს უმასპინძლა. საგანგებოდ მათთვის საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა, ბავშვების მხიარულ განწყობაზე ბასტი-ბუბუს მსახიობები და ანიმატორები ზრუნავდნენ, ბავშვებმა ბევრი საჩუქარიც მიიღეს. საახალწლო ზეიმში სხვადასხვა ასაკის 120 ბავშვი მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხიდან.

მინისტრის საახალწლო საჩუქარი

თბილისის №10 საჯარო სკოლის, სოციალურად დაუცველ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს გიორგი ბერძენიშვილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახლში ეწვია და ახალი წელი მიულოცა.

საახალწლო საჩუქრები მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტრადიციულად საახალწლოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა №200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ეწვია. პოპულარულ წამყვანთან დუტა სხირტლაძესთან ერთად მინისტრმა მოზარდებს საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული მიუტანა.

მანდატურებმა მოსწავლეებს კომპიუტერული ქარხანა დაათვალიერებინეს

მანდატურებმა 53 საჯარო სკოლის პირველ კლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა „ალგორითმი“ დაათვალიერეს. მოსწავლეები კომპიუტერის აწყობის პროცესს გაეცნენ და პირადად ნახეს, თუ როგორ იტვირთება ის პროგრამები რომლებსაც სკოლაში კომპიუტერის დახმარებით სწავლობენ.

წლის საუკეთესოების გამოვლენა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.

დიმიტრი შაშკინმა 2011 წლის შედეგები გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2011 წლის შედეგები მასმედიის წარმომადგენლებთან გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში შეაჯამა. მინისტრის განცხადებით, 2011 წელს სამინისტრო პროექტებს 42 მიმართულებით ახორციელებდა, ყველა დაწყებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და 2012 წელს მათ ხუთი ახალი პროექტი დაემატება.

კონკურსის ”ჩემი ცხოვრების მიზანი” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თხზულებების კონკურსის ”ჩემი ცხოვრების მიზანი” გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი ერთ ეტაპად ორ ასაკობრივ ჯგუფში, VII-IX და X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს სკოლების 100 000-მა მოსწავლემ მიიღო

მინისტრმა მიღწევები და მომავალი გამოწვევები ფართო აუდიტორიას წარუდგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროში მოწვეულ დეპუტატებს, მეცნიერებს, რექტორებს, სკოლისა და პროფესიული კოლეჯების დირექტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მანდატურებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.

დიმიტრი შაშკინი ”იმედის გმირს” ფერეიდნელ ქართველ საიდი მულიანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტელეპროექტ ”იმედის გმირების” გამარჯვებულს, თეირანის უნივერსიტეტის პროფესორს, ქართველოლოგ საიდი მულიანს შეხვდა და მის მიერ ფერეიდანში დაარსებული ქართული საკვირაო სკოლისათვის ქართული სახელმძღვანელოები და ნეტბუკები გადასცა.