სიახლეები

საახალწლო საჩუქრები ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზდელებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. პატარებს საჩუქრად სათამაშოები და ტკბილეული გადაეცათ.
საგარეჯოს რაიონში ახალი სკოლა შენდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.
პრეზიდენტი პროგრამის “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ჩართულ 150 პედაგოგს შეხვდა და მათთან ერთად შეაფასა ახალ სასწავლო წელს დაწყებული პროგრამის შედეგები
პრეზიდენტმა საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დაასაჩუქრა
ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი - ასეთი ჯილდოებით დაბრუნდა საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთიდან. ინფორმატიკაში მოპოვებული გამარჯვებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მე-11 კლასელ ჯიმშერ სხირტლაძეს, მე-10 კლასელ ნიკა ნადირაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს საჩუქრად IPAD-ები გადასცა.
25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოში ვატიკანის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მამა ფილიპო ჩამპანელი 25 დეკემბერს აფრიამაშვილების ქართულ კათოლიკურ ოჯახს ეწვივნენ, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
საახალწლო საჩუქრები სმენადაქვეითებულ ბავშვებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ცნობილ ტელეწამყვანებთან დუტა სხირტლაძესა და შორენა ბეგაშვილთან ერთად, ქუთაისის №42 ყრუ-მუნჯთა სკოლა-პანსიონს ეწვივნენ და მოსწავლეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
სოფელ ერისიმედში ახალი სკოლა აშენდება
სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა იწყება. ტერიტორია, სადაც ახალი სკოლა აშენდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მარნეულში ქართული ენის სახლი გაიხსნა
მორიგი ქართული ენის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ამჯერად მარნეულში გახსნეს.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საჩუქარი მოსწავლეებს
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის ეროვნული სააგანეტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა საბავშვო-ანიმაციური რუკები გადასცეს.
დიმიტრი შაშკინმა შვეიცარიის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შვეიცარიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შვეიცარიის განათლების მინისტრთან მაურო დელ ამბროჯიოსთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან გაიმართა.
ბირთვული კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია “ცერნთან” მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება, სადაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია “ცერნს” შორის.
მანდატურებმა და მოსწავლეებმა ქუთაისის №29 საჯარო სკოლის ეზოში ხეები დარგეს
ქუთაისის მანდატურებმა და მოსწავლეებმა №29 საჯარო სკოლის ეზოში ხეები დარგეს და სკოლის ტერიტორია გაამწვანეს. ერთობლივი აქციის ფარგლებში სკოლის ეზოში 50 ნერგი დაირგო. მანდატურების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ აქციებში მოსწავლეები და მანდატურები ერთობლივად არიან ჩართულები და ერთად ზრუნავენ სკოლის გამწვანებაზე და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე.
საგნობრივი გზამკვლევების პრეზენტაცია პედაგოგებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგებს შეხვდნენ და I-VI კლასების საგნობრივი გზამკვლევები წარუდგინეს..jpg)
საქართველო გამოცდილებას სურინამის რესპუბლიკას უზიარებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე სამინისტროს დელეგაციასთან ერთად სურინამის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა.
მანდატურებმა და მოსწავლეებმა “ნატახტარის” ქარხანა დაათვალიერეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა და №151, №43, №2, №157 და № 22 საჯარო სკოლის მოსწავლეები "ნატახტარის" ქარხანას ესტუმრნენ. მანდატურები და მოსწავლეები ერთად გაეცნენ ლიმონათის წარმოების,
ბარბარობა წავკისის დედათა და ბავშვთა სახლში
სასწავლო დაწესებულების მანდატურები წავკისში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.
მულტიდისციპლინური გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ინკლუზიური განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის მულტიდისციპლინური გუნდის 40 წევრს მადლობის სიგელები გადასცა.
კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში დღეს მოზარდების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს და გამარჯვებული პროექტების ავტორები დააჯილდოვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურესების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა,
სანზონაში ახალი პროფესიული კოლეჯი ,,მერმისი’’ გაიხსნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ სანზონაში ის ტერიტორია მოინახულეს, სადაც ახალი პროფესიული კოლეჯის ,,მერმისი’’ მშენებლობა იწყება.
”ვაჟას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის” კონკურსში გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ”ვაჟა-ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის” კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა.
გენერალური ინსპექციის განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა სკოლის დირექტორთა მიერ ქრთამის აღების ფაქტები.სიახლეები ვერ მოიძებნა.