ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

მინისტრმა ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო, ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების პროგრამის დამტკიცების შესახებ სპეციალურ ბრძანებას მოაწერა ხელი.

კოლეჯ ,,აისში” წინასაახალწლო გამოფენა-ბაზრობა გაიმართა

კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ,,აისი” სტუდენტთა მიერ პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საკონსერვო ნაწარმის, ღვინოების, ხისა და თექის ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-ბაზრობა გაიმართა,

პროექტში "არჩევანი შენზეა" გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის "არჩევანი შენზეა" გამარჯვებული ათი საუკეთესო სლოგანის ავტორები დააჯილდოვა.

მანდატურები დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ

სასწავლო დაწესებულების მანდატურები წავკისში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ.

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნება

საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებმა მოსწავლეებს ადამიანის უფლებებზე, კერძოდ კი ბავშვთა უფლებების შესახებ ლექცია-სემინარი წაუკითხეს.

107-ე საჯარო სკოლაში სამი ახალი ლაბორატორია გაიხსნა

ლილოს დასახლებაში მდებარე №107-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა, შესრულებულ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო და ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები გახსნა.

პროფესიულ კოლეჯებს ოქროს მედლები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოქროს მედლებით ხუთი პროფესიული კოლეჯი დააჯილდოვა, ხოლო სიგელები და ფულადი პრემიები პროფესიული სასწავლებლების იმ ოც პედაგოგს გადასცა, რომლებმაც ტრენინგები პედაგოგიურ უნარ-ჩვევებსა და ინკლუზიურ განათლებაში წარმატებით გაიარეს.

მინისტრმა მთავრობის წევრებს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარუდგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მთავრობის წევრებს სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო. შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია განათლების ყველა სფეროს მოიცავდა.

მემორანდუმი გერმანიის უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრთან

საქართველოსა და გერმანიის კვლევით ინსტიტუტებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის სამეცნიერო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მინისტრი ინგლისურენოვან პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები თბილისის, რუსთავის, გორის, კასპის, ხაშურის, საგარეჯოს, მცხეთის საჯარო სკოლების უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ.

ეროვნული სასწავლო გეგმა ეთნიკური უმცირესობებისთვის

2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ითარგმნა, ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.

გარდაბანში ქართული ენის სახლი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გარდაბანში ქართული ენის სახლი გახსნეს. ქართული ენის სახლში ამ რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.

ინგლისურენოვან პედაგოგთა ახალი ჯგუფი საქართველოშია

საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეთორემეტეკლასელს შეხვდა და ის ცვლილებები გააცნო, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 2012 წლის 1 იანვრიდან შევა. ლიბერალური ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:

აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორები ქართულ ენაში ტრენინგს გადიან

ქუთაისის ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორები ქართულ ენაში ტრენინგს გადიან. ინტენსიური ტრენინგის კურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.

გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა საძირკველში კაფსულის ჩაშვებით გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და საცურაო აუზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პირველი სამშენებლო სამუშაო სიმბოლურად თავად პრეზიდენტმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეასრულა.

მანდატურემა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები მოინახულეს

მანდატურები გორის კლინიკაში არსებულ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ესტუმრნენ, მანდატურებმა მოზარდები მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.

სოფელ ახუთში ახალი სკოლა გაიხსნა

სოფელ ახუთში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების ახალი საგანამანათლებლო დაწესებულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გახსნა.

უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მეთორმეტეკლასელები ლონდონში გაემგზავრებიან

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შვიდი მეთორმეტეკლასელი ორი კვირით ლონდონში გაემგზავრება. ეს გადაწყვეტილება დიმიტრი შაშკინმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლა-პანსიონში სტუმრობისას მიიღო.

დიმიტრი შაშკინი ყირგიზელ ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზელ ბიზნესმენებს შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც ჩვენი ქვეყანის განათლებისა და მეცნირების სფეროში მიმდინარეობს.

კომპანია ”ფიუვესთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანული კომპანია ”ფიუვეს” წარმომადგენელმა ინგე ბერგერმა მასწავლებლის სახლში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და საერთაშორისო კონფერენცია გახსნეს.