სიახლეები

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები ნატოს შტაბ-ბინაში გაემგზავრებიან
ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
ახალი სამკერვალო ფოთის პროფესიულ კოლეჯში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფოთის პროფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი’’ ახალი სამკერვალო სახელოსნო გახსნა. სახელოსნო გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამედროვე სამკერვალო ტექნიკით აღიჭურვა.
მოსწავლეებისთვის ახალი კომპიუტერული თამაში შეიქმნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ თბილისის №60 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი კომპიუტერული თამაში ”ხელოვნება” გააცნო. თამაში სკოლებში სასწავლო პროგრამის პარალელურად დაინერგება და მოსწავლეებს მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის შესწავლაში დაეხმარება.
მინისტრმა პროფესიულ კოლეჯში ,,იბერია’’ ახალი სახელოსნო გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ქუთაისში პროფესიულ კოლეჯში ,,იბერია’’ დურგლის ახალი სასწავლო სახელოსნო გახსნეს. სახელოსნოს მშენებლობას საფუძველი 2011 წლის 9 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუყარა.
კლასიკურ გიმნაზიას საჩუქრად უნიკალური წიგნები გადაეცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოში ვატიკანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპო ჩამპანელიმ თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების უნიკალური გამოცემა წარუდგინეს და წიგნის რამდენიმე ეგზემპლიარი სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს.
გამარჯვებული სკოლები დასაჩუქრდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამართული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულ სკოლებს პორტატული კომპიუტერები გადასცა.
”სკოლათა დამეგობრების პროგრამის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დაბა კოჯრის 214-ე საჯარო სკოლაში საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურული ურთიერთიბებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
პრეზიდენტის შეხვედრა პედაგოგებთან და ახალი პროფესიული ცენტრი
გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი აშენდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი თავად უხელმძღვანელებს. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მასაწავლებლის სახლში გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა.
სამინისტრო სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა. სტაჟიორთა მიღება ტესტირებისა და ზეპირი გასაუბრების შედეგად მოხდება.
მინისტრი სამრეწველო დიზაინის სფეროში ცნობილ იტალიელ ექსპერტს შეხვდა
საქართველოში იმყოფება ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი, დოქტორი ჯან კარლო პერინი. მისი ვიზიტის მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრა.
”მომავლის კლასში” ერთობლივი გაკვეთილი ჩატარდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი პირველი ექსპერიმენტული სკოლის “მომავლის კლასში“ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიური ნაკრებისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის წარმატებული მოსწავლეების ერთობლივ გაკვეთილს დაესწრო.
დიმიტრი შაშკინმა გიორგობა ღვაწლმოსილ პედაგოგს პირადად მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თბილისის 30-ე საჯარო სკოლის მათემატიკის ღვაწლმოსილ პედაგოგს გიორგი კალანდაძეს სახლში ეწვია, გიორგობა მიულოცა და საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
საგამოცდო კომისიის სხდომა გაიმართა
გამოცდების ახალი ციკლისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საგამოცდო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვებ, ერთიან ეროვნულ და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
მინისტრი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა
მასწავლებლის სახლში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ და მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნეს.
ღვინის ფესტივალს მანდატურები და მოსწავლეები შეუერთდნენ
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში „ღვინის ფესტივალს“ მანდატურის სამსახური შეუერთდა.
“სასკოლო პარტნიორობის” პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ სამინისტროს “სასკოლო პარტნიორობის” პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის ექვსი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულა.
მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.№51 საჯარო სკოლას ძველი სახელი დაუბრუნდა
თბილისის №51 საჯარო სკოლა კვლავ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის გახდა. ისტორიული სახელი სკოლამ მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დაიბრუნა.
მეცნიერებმა უნიკალური კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერებთან ერთად, უნიკალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია დაათვალიერა.
17 ნოემბერს მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუდენტებს და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
დიმიტრი შაშკინი დიდი ბრიტანეთის ზოგადი განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი შაშკინი შეხვდა დიდი ბრიტანეთის ზოგადი განათლების მინისტრს ნიკ გიბბს, რომელიც აგრეთვე ინგლისის პარლამენტის წევრიც არის.სიახლეები ვერ მოიძებნა.