ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

თბილისში უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიხსნა

შერატონ მეტეხი პალასში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გახსნეს.

ამერიკის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები შეხვედრებს განაგრძობენ

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წარმოამდგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებში შეხვედრებს განაგრძობენ. ამერიკელი სტუმრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილს შეხვდნენ და პოლიციის რეფორმებს გაეცნენ.

ეგვიპტელი ჟურნალისტები განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ

ეგვიპტური მასმედიის, წამყვანი ტელევიზიებისა და ჟურნალების წარმომადგენლები საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად და გასაშუქებლად ჩამოვიდნენ.

დიმიტრი შაშკინის ლექცია კემბრიჯის უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კემბრიჯის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია და განათლების გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

ახალი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილემ კარი ბრუსტარდიმ საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ინგლისურენოვანი პედაგოგების მორიგი ნაკადი საქართველოში

პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.

მანდატურის სამსახური სკოლის მანდატურთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი ხდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახური მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი ხდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს კოკა სფერთელაძესა და ამერიკის მანდატურთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.

ამერიკის მანდატურთა ასოციაციის წევრები მასწავლებლის სახლში

ვიზიტის ფარგლებში ამერიკენმა სტუმრებმა დაათვალიერეს მრავალფუნქციური მასწავლებლის სახლი, სადაც მიმდინარეობდა ქართველ მანდატურთა ტრენინგი ინკლუზიური განათლების კუთხით.

ამერიკელი სტუმრები №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში

საქართველოში მყოფი ამერიკის მანდატურთა ასოციაციის წარმომადგენლები თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვივნენ, სადაც სკოლის მანდატურებს შეხვდნენ და მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ.

უცხოელმა სტუმრებმა პოლიციის აკადემია და სამაშველო ბაზა მოინახულეს

ამერიკელმა სტუმრებმა პოლიციის აკადემიაც მოინახულეს, ნახეს ის გარემო, სადაც ხდება მანდატურების გადამზადება, როგორც თეორიაში, ასევე სპორტულ ნორმატივებში.

უცხოელი სტუდენტები ქართულ უნივერსიტეტში ისწავლიან

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლად 160 ინდოელი სტუდენტი ჩამოვიდა. უცხოელ სტუდენტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დახვდა.

”საქართველოს ეკონომიკის ოლიმპიადა 2011” გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ”საქართველოს ეკონომიკის ოლიმპიადა 2011”-ის 1, 2 და 3 ადგილზე გასულ სტუდენტებს პორტატული კომპიუტერები გადასცა.

პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები მთავრობის სამოქმედო გეგმას გაეცნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიული სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

მოსწავლეები ფიზიკის ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში

მასწავლებლის სახლში არსებულ თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ფიზიკის გაკვეთილი ჩაუტარდათ.

ახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა ქართველ მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადასცეს.

SONY საქართველოში საზოგადოებრივ კოლეჯს გახსნის

საქართველოში საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ვიზუალური ხელოვნების აკადემიის” დაფუძნებასა და აღჭურვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ZAO Sony Electronics-ის დირექტორმა იოკიჰირო ნაგაჰამამ ხელი შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს.

მინისტრმა მთავრობის სამოქმედო გეგმა სკოლის მანდატურებს გააცნო

საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა ამჯერად, სკოლის მანდატურებს გააცნო და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.

მინისტრის განცხადება

უკვე მერამდენედ პარლამენტის წევრი ჯონდო ბაღათურია ჩვეული სიცრუით ცდილობს კიდევ ერთხელ შეიყვანოს ქართველი საზოგადოება შეცდომაში. მარტვილის რაიონის საჯარო სკოლა, რომელსაც აქვს მინიჭებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის გელა ჭედიას სახელი, არ არის ლიკვიდირებული და ამ სკოლაში სწავლა ხორციელდება ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე.

პრეზიდენტის საჩუქარი მოსწავლეს და პრემიერ-მინისტრის გასვლითი შეხვედრა ,,მომავლის კლასში’’

ყვარლის მეორე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლემ ნუკი ავაზაშვილმა დაბადების დღეზე პრეზიდენტისგან საჩუქარად iPad-ი და ტორტი მიიღო. პრეზიდენტის საჩუქარი მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადასცეს.

მანდატურებმა ხატვის კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინეს

სამტრედიის სკოლა პანსიონში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ხატვის კონკურსი ჩაატარა. 15 აღსაზრდელის ნამუშევრები გამოცდილ მხატვრებთან ერთად მანდატურებმაც შეაფასეს და სამი გამარჯვებული გამოავლინეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის მეორე საჯარო სკოლაში ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა. ,,ჯეოსელის’’ კლასი ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და ცამეტი მონიტორი.