სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის მეორე საჯარო სკოლაში ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა. ,,ჯეოსელის’’ კლასი ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და ცამეტი მონიტორი.მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საზოგადოებისათვის საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმის გაცნობას განაგრძობს. ამ მიზნით მინისტრი მასწავლებლის სახლში ქვემო ქართლის რეგიონის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
მუხრანის N1 საჯარო სკოლას ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელი მიენიჭა
მუხრანის N1 საჯარო სკოლას ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელი მიენიჭა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და სამხრეთ აფრიკის წამყვანი ტელეარხების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აჭარის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერები “Lenovo” ამჯერად, აჭარის რეგიონის 130 წარჩინებულ მეათეკლასელს გადასცა. დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ.
ახალი საიტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი საიტი ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წარუდგინა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გურამ მესაბიშვილმა რეგიონის საჯარო სკოლების 110 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს.
მთავრობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.
მასწავლებლის სახლს უცხოელ ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებლის სახლში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა და მათ განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
მოსწავლეები ფიზიკის ახალ ლაბორატორიაში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის უფროსკლასელებთან ერთად დაათვალიერა.
იწყება პროექტი ”არჩევანი შენზეა”
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” თავმჯდომარემ მიხეილ დევდარიანმა და საქართველოში აივ პრევენციის დირექტორმა მამუკა ჯიბუტმა პროექტის "არჩევანი შენზეა" დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
151-საჯარო სკოლაში მინისტრი აბიტურის საათს დაესწრო
2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის განკუთვნილ საათობრივ ბადეში ე.წ. ”აბიტურის საათები” გამოიყო.
მოსწავლეებს შორის ჩოგბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი და საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელი გორან შევჩენკო საჩოგბურთო კლუბ "GioMir"- ში მოსწავლეებს შორის ჩოგბურთში გამართულ ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ.
სამინიტროში ონლაინ დახმარების მომსახურეობა ამოქმედდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი პირველია სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომელმაც ონლაინ დახმარების მომსახურეობა აამოქმედა. დღეს, პროგრამის მუშაობას მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად გაეცნო.
ტელეხიდი პარიზის საკვირაო სკოლის მასწავლებლებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პარიზის საკვირაო სკოლის პედაგოგებს პირდაპირი ჩართვის რეჟიმში ესაუბრა
ვაჟა-ფშაველას კვირეულს მანდატურები შეუერთდნენ
მანდატურები და 175-ე საჯაროს კოლის მოსწავლეები მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს ეწვივნენ. მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად მსახიობი მზია არაბულის მიერ წაკითხული ვაჟა ფშაველას ლექსები მოისმინეს. ღონისძიება ვაჟა-ფშაველას კვირეულთან დაკავშირებით მოეწყო.
ინგლისურენოვანი პედაგოგები საქართველოში ჩამოსვლას განაგრძობენ
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
მასწავლებლების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან
საქარათველოს პრემიერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში საჯარო სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მთავრობის 10 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა.
მანდატურებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულეს
მანდატურები იაშვილის კლინიკაში არსებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ. მანდატურებმა ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს. ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა და კომპანია “ტკბილმა ქვეყანამ“ ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.
სემინარი განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ”ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში” გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრას საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდა მეცნიერმა მოსწავლეებს ლექცია-გაკვეთილი ჩაუტარა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური №77 საჯარო სკოლაში გამართულ ქიმიის ლექცია-გაკვეთილს დაესწრნენ.
ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით სკოლებში მიმდინარეობს ტექნიკური საგნების გაძლიერებულად სწავლება, ხორციელდება სკოლებისა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით აღჭურვა.სიახლეები ვერ მოიძებნა.