ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

შეხვედრა რუსთავის №13-ე საჯარო სკოლის პედაგოგებთან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი პედაგოგებს შეხვდა. გია მამულაშვილი რუსთავის №13-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს მათი საჭიროებების შესახებ ესაუბრა და მათ მასწავლებლის სახლის კონცეფცია გააცნო.

სახალისო მათემატიკის პროგრამის - IXL პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე სკოლა-ლიცეუმ ”მწიგნობართუხუცესში” სახალისო მათემატიკის პროგრამის - IXL პრეზენტაციას გაეცნო. პრეზენტაცია მეოთხეკლასელებთან გაკვეთილის ფორმატში წარიმართა.

შიდა ქართლის რეგიონის მოსწავლეებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ტატიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების 80-მდე მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს.

მინისტრი ჯეოსელის კლასში ბიოლოგიის შემაჯამებელ გაკვეთილს დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში ბიოლოგიის შემაჯამებელ ინტერაქტიულ გაკვეთილს დაესწრო. გაკვეთილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჯეოსელის კლასში ჩატარდა.

საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობის ახალი პროექტი ამოქმედდება

2011 წლის ოქტომბრიდან საქართველოსა და ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის პროექტი ,,დავეხმარებით პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში“ ამოქმედდება.

მანდატურების საქველმოქმედო აქციები გრძელდება

მანდატურებსა და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კონოთეატრმა ამირანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მხატვრული ფილმი „სამი მუშკეტერი“ იხილეს. მანდატურებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

"მსოფლიო კულტურის" ყველა პედაგოგი გადამზადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში თბილისის ისანი-სამგორის, დიდგორისა და მცხეთის სკოლების "მსოფლიო კულტურის" პედაგოგთა ტრენინგს დაესწრო, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ორგანიზებით იმართება.

მასტერკლასი ქართველი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის

მასწავლებლის სახლში ფიზიკის მასწვალებლებისთვის და N199-ე და N42-ე სკოლების მოსწაველებისთვის მასტერკლასი ჩატარდა. ცერნის კვლევითი ლაბორატორიის ექსპერტებმა პედაგოგებთან ფიზიკაში არსებულ თანამედროვე მიღწევებსა და ამ სფეროში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრეს.

ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სამინისტროს, სახალხო დამცველსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

იმერეთის რეგიონის წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლეთა წახალისების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქალაქ ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მეათეკლასელი მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრეს.

ქართული ხელნაწერები ”იუნესკოს” ხელნაწერი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს

2011 წელს ქართული ხელნაწერები ”იუნესკოს” მსოფლიო დოკუმენტურ რეესტრში შევიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს ,,იუნესკოს’’ საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ ბრიფინგი გამართეს.

სოფელ მუხურაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ტყიბულის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა პალიკო კუბლაშვილმა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახლადაშენებული საბაზო სკოლა გახსნეს.

მე-60 და 203-ე საჯარო სკოლებმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს

სამინისტროს მიერ ინიცირებული „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თბილისის №60 საჯარო სკოლისა და თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო საღამო გამართეს.

გამოვლინდა ბრენდირებული სკოლები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული სკოლების ბრენდირების პროექტის ფარგლებში ბრენდირებული სკოლები გამოვლინდა. ბრენდირების პროცესში გამოვლენილი ათი საუკეთესო სკოლის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა და მათ სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნულ სკოლებს ცხრა ვარსკვლავი მიენიჭათ.

161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ

2011 წლის 19 ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე სამინისტრო თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის პროფესიული სასწავლებლების საინფორმაციო ცენტრებში საგანმანათლებლო ექსკურსიებს ახორციელებს.

მე-60 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №60 საჯარო სკოლაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია გახსნა.

ახალი საგანმანათლებლო პროფესიული კოლეჯი გაიხსნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯი გახსნეს.

საერთაშორისო კონფერენცია – „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ეპოქაში“ გაიმართა

17-21 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მაღალი ენერგიების ფიზიკის მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებით, მე-6 კონფერენცია მიმდინარეობს.

157-ე საჯარო სკოლაში წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ თბილისის №157-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ახალი წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები" წარუდგინეს. წიგნი გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადდა და 14-18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.

მასწავლებლობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლობის მსურველთათვის პროგრამა ,,მაძიებლის’’ ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა.

დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლაში რესურსების ოთახი საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე და ცენტრის წარმომადგენლები დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლას ეწვივნენ და, დაპირებისამებრ, რესურსების ოთახი საზეიმოდ გახსნეს.