ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

რუსთავქალაქობაზე ქვემო ქართლის სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ქვემო ქართლის საჯარო სკოლების 70-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს.

facebook-ზე გამოცხადებული ფოტოკონკურსების გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს მიერ facebook-ის მომხმარებლებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსების „ულამაზესი სვანეთი“ და ”მე სკოლაში მივდივარ” გამარჯვებულები დაასაჩუქრა.

მანდატურებმა მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრები გადასცეს

სკოლის მანდატურები საქველმოქმედიო აქციებს განაგრძობენ. ამჯერად მანდატურები ხარიტონაშვილების მრავალშვილიან ოჯახს თელავში ესტუმრნენ. ხარიტონაშვილების ოჯახს, სადაც შვიდი მოზარდი ცხოვრობს, მანდატურებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრად ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სასკოლო ინვენტარი გადასცეს.

ტექნიკური უნივერსიტეტში სამშენებლო ტექნოლოგიების საექსპერტო ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გახსნეს. უნიკალურ სასწავლო ცენტრში სამშენებლო სფეროსთვის აუცილებელი 100-მდე ლაბორატორიული სამუშაოს განხორციელებაა შესაძლებელი.

სოფელ ალგეთში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლებული სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გახსნეს.

საკვირაო სკოლებისთვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნა

ახალ სასწავლო წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი საკვირაო სკოლები ახალი სასწავლო პროგრამებით და ახალი სახელმძღვანელოებით შეხვდნენ.

ევროპის სახლში კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა

13 ოქტომბერს მსოფლიო კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაშმი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი დაესწრნენ.

ახალციხეში №1 საჯარო სკოლის 180-ე წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ახალციხის №1 საჯარო სკოლის 180-ე წლის იუბილეს დაესწრო და სკოლის ორ წარმატებულ მოსწავლეს - ჯემალ მაკარიძეს და თათია კოტაძეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

”კავკასიის უნივერსიტეტის” 300-მდე კურსდამთავრებულის გამოსაშვები საღამო გაიმართა

მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ”კავკასიის უნივერსიტეტის” 300-მდე კურსდამთავრებულს საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ. ღონისძიებას დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ.

პროექტი ”წიგნის მეგობარი” გრძელდება

სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი ”წიგნის მეგობარი” გრძელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე თბილისის №51 სკოლის მეორეკლასელებს შეხვდნენ და პატარებს კითხვის და ზოგადად წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

სოფელ ჟახუნდერში ახალი სკოლა აშენდა

ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერში ახალი სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ დაათვალიერა.

დიმიტრი შაშკინმა განახლებადი ენერგიის ლაბორატორია გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გახსნეს.

გურიის რეგიონის მოსწავლეებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ოზურგეთის №5 საჯარო სკოლაში ლინგოფონის კაბინეტი გახსნა და გურიის რეგიონის საჯარო სკოლების 21 მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცა.

კონკურსის ”გახდი ავიატორი” გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ავიაკომპანია ,,აირზენას’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა კონკურსის ”გახდი ავიატორი” გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადასცეს. დაჯილდოვების ცერემონია საავიაციო უნივერსიტეტში ავიაშოუთი გაიხსნა.

რუსული ოპოზიცია განათლების რეფორმებს ეცნობა

საქართველოში ვიზიტად მყოფი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ. პარტიების ,,სოლიდარობის’’, ,,რუსეთი კორუფციისა და განუკითხაობის გარეშე’’, ,,საერთაშორისო ამინისტიის’’ წევრები და პოლიტიკური ექსპერტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მე-12 კლასის გაუქმების შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველო არის ბოლონიის პროცესის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს თორმეტწლიან ზოგად განათლებას. შესაბამისად, მეთორმეტე კლასი არ გაუქმდება.

მანდატურებმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები მოინახულეს

მანდატურებმა ქუთაისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები მოინახულეს. მათ ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ბავშვებისთვის სასკოლო ინვენტარი გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა სტუმრებს უმღერეს და ლექსები წაუკითხეს

ჟურნალისტებმა მასწავლებლის სახლი დაათვალიერეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა და 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ ჟურნალისტებს მასწავლებლის სახლი დაათვალიერებინეს.

პრეზიდენტმა მასწავლებლის სახლი გახსნა

5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლადაშენებული მასწავლებლის სახლი გახსნა. მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება.

გილოცავთ მასწავლებლის დღეს!

ძვირფასო მასწავლებლებო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ მასწავლებლის დღეს, გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას! განათლების სისტემაში მთავარ როლს პედაგოგი ასრულებს და იმისთვის, რომ საქართველოს განათლების სისტემა პასუხობდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია პროფესიონალი მასწავლებლების არსებობა.

წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.