ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

სკოლებში ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების” სწავლება დაიწყო

ახალი სასწავლო წლიდან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ახალ სავალდებულო საგანს ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოებას” შეისწავლიან.

მინისტრმა თსუ–ის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მანდატურების საჩუქარი სმენადაქვეითებულ ბავშვებს

სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა 203-ე საჯარო სკოლის სმენადაქვეითებული მოსწავლეები მოინახულეს. მოზარდებს მანდატურებმა და კომპანია „მითანამ“ ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.

ქართველმა და უცხოელმა პედაგოგებმა რთველში მიიღეს მოანაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახელმწიფო პროგარამების ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’ და ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მონაწილე ქართველ და უცხოელ პედაგოგებთან ერთად, კახეთს ეწვივნენ

მანდატურების საჩუქარი სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს

მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს. მოზარდებს მანდატურებმა და კომპანია „მასტერ სპორტ“-ის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. სპორტული ინვენტარი, რომელიც მოზარდებს გადაეცათ, მათ ჯანსაღი წესით ცხოვრებაში დაეხმარება.

დიმიტრი შაშკინმა “თბილისის მწვანე სკოლა” დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ახლადრეაბილიტირებული “თბილისის მწვანე სკოლა” დაათვალიერა. “თბილისის მწვანე სკოლა” №134-ე საჯარო სკოლის პრივატიზების შედეგად, რამდენიმე თვის წინ დაარსდა და ავტორიზაციის პროცედურა წარმატებით გაიარა.

ინგლისურენოვანი პედაგოგები საქართველოში ჩამოსვლას განაგრძობენ

პროგრამის ” ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს, თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

იმ აბიტურიენტებისა და სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ ან სწავლობდნენ იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებმაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია, გაცნობებთ, რომ არცერთი სტუდენტის უფლება არ იქნება დარღვეული, მეტიც, ყველა სტუდენტი გადანაწილდება ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში და შესაძლებლობა ექნება იგივე საფასურით მიიღონ უფრო მაღალი ხარისხის განათლება.

სოფელ ფუთში ახალი სკოლა აშენდა

ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში ახალი სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მინისტრმა მოსწავლეებს კომპიუტერული ქარხანა დაათვალიერებინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №94-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა.

ქართველი და ჩეხი მოსწავლეების ერთობლივი პროექტების პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“ ჩეხი და ქართველი მოსწავლეების ერთობლივ პროექტს გაეცნო.

დიმიტრი შაშკინი თელავის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. თელავის შუალედურ არჩევნებში"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატთან ვასილ დავითაშვილთან ერთად მინისტრი თელავის, იყალთოს, ყარაჯალასა და კონდოლის მოსახლეობას ესაუბრა.

სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და საქართველოს განვითარების სააგენტოს - ”ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა” - დამფუძნებელმა ლიანა სირაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პრეზიდენტი პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროგარმაში ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’ მონაწილე პედაგოგებს შეხვდა. პრეზიდენტმა მათ მდინარე დურუჯის ხეობაში ”ილიას ტბის” მშენებლობა დაათვალიერებინა და საკუთარ ვენახში რთველში უმასპინძლა.

პრეზიდენტმა სოფელ მელაანში ახლადაშენებული საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა გახსნა. პრეზიდენტი სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს ესაუბრა და თანამედროვე კაბინეტები დაათვალიერა.

სამინისტროში რეგენტთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რეგენტთა საბჭოს თავმჯდომარემ კოკა სეფერთელაძემ რეგენტთა საბჭოს პირველი სხდომა გახსნა. რეგენტთა საბჭო 2011 წლის 10 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №1618 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა და მუშაობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეუდგა.

რთველი უცხოელი პედაგოგების მონაწილეობით

პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მონაწილე უცხოელი პედაგოგები დღეს კახეთს ეწვივნენ და რთველში მიიღეს მონაწილეობა. ასამდე მასწავლებელმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან პროფესიული კოლეჯის “აისი” ბაზაზე არსებულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს.

კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” საერთაშორისო მასშტაბს იღებს

სკოლის მოსწავლეებში ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივებისა და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.

მანდატურების ერთი დღე ჩვილბავშვთა სახლში

სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა ჩვილბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს. ბავშვთა სახლის პედაგოგებს კი სხვადასხვა სახის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში გაუწიეს დახმარება.

კონკურსი „მე –ომბუდსმენი 2011“ დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა კონკურსის „მე ომბუდსმენი“ – გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

მომავალი მენტორ მასწავლებლებისთვის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მენტორ მასწავლებლობის მსურველებისთვის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. საგაკვეთილო პროცესს მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც დაესწრნენ.