ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

მინისტრი ამერიკაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრმა შაშკინმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მოადგილესთან განათლების საკითხებში მარიან ქრავენთან.

შეხვედრა პირველკლასელთა დამრიგებლებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე ზოგად­საგან­მა­ნათ­ლებლო სკოლების პირველი კლასების დამრიგებლებს შეხვდნენ.

სკოლებში ინლისური ენის კაბინეტები გაიხსნება

ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით სკოლებში ინგლისური ენის კაბინეტები გაიხსნება. ინგლისური ენის კაბინეტებში მოსწავლეებს ინგლისურს ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად პროგრამაში ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” მონაწილე უცხოელი პედაგოგები შეასწავლიან.

მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა აშშ-ს ჯორჯიის უნივერსიტეტის, კორნელის, ემორის, პიტსბურგის, ფლორიდის საერთაშორისო, კოლუმბიის ოლქის, კენტუკის, ბირმინგემის ალაბამას და სხვა 31 წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით კიდევ ერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

ყარაჯალელი მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ახლადაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს და პირველკლასელებს ახალი ქართული ენის სახელმძღვანელოები, სასწავლო აუდიო და ვიდეო მასალები გადასცეს.

შაბათობა თბილისის საჯარო სკოლებში

მანდატურების ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა გაიმართა. ათი მანდატური, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთდ 151 სკოლას და მის მიმდებარე ტერიტორიას მთელი დღის განმავლობაში ასუფთავებდა.

სოციალურად დაუცველი მოსწავლე ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველ ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ ისწავლონ კერძო სკოლებში გრძელდება.

ნეტ-ბუკებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა პრეზიდენტის მიერ პირველკლასელთათვის ნაჩუქარ კომპიუტერებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ქართული ენის სახელმძღვანელო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის პირველკლასელებს ახალი ქართული ენის სახელმძღვანელოები, სასწავლო აუდიო და ვიდეო მასალები გადასცა.

ინგლისურენოვანი პედაგოგები ჩამოსვლას განაგრძობენ

პროგრამის ” ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს, თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.

პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წელი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საქართველოში პირველი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლასი დაათვალიერა. კლასი მოსწავლეებისთვის კომპანია ჯეოსელის საჩუქარია.

2011-2012 სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სასწავლო წლის დაწყება თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს მიულოცა ხოლო, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი თბილისის №117-ე საჯარო სკოლას ეწვია.

სვანეთი საქართველოს სავიზიტო ბარათი ხდება

მესტიაში ახალი ობიექტები გაიხსნა: იუსტიციის სახლი, პოლიციის ახალი თანამედროვე შენობა, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო, ახალი ხიდი და 136-კილომეტრიანი გზა საზეიმოდ გაიხსნა.

მანდატურები ნოდარ დუმბაძის ხსოვნის საღამოს დაესწრნენ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი “ჩემი საქართველოს“ წარმომადგენლები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში მწერლის ხსოვნის საღამოს დაესწრნენ და ბავშვებთან ერთად სპექტაკლი –„მე, ბაბუა, ძაღლი და დიდრო“ ნახეს.

დიმიტრი შაშკინი სკოლის მანდატურებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მანდატურებს შეხვდა და სკოლაში მათი მუშაობის განვლილი ერთი წელი შეაჯამა. ამ ხნის განმავლობაში სკოლებში დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა დანაშაულის ფაქტები.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

ქართული ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაწყებითი საფეხურის პირველი დონის ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა, რომლითაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულ ენას შეისწავლიან.

გაერთიანებული სხდომა პარლამენტში

ახალი სასწავლო წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტები წარმოადგინა დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

მინისტრი იენის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის რექტორს კლაუს დიკს და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს

პრეზიდენტი ეროვნული გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულების მქონე სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ათ სტუნდეტს საკუთარ ვენახში უმასპინძლა.